» » » 6 გამოცდილი ხალხური რეცეპტი ჰიპერტონიის სამკურნალოდ

6 გამოცდილი ხალხური რეცეპტი ჰიპერტონიის სამკურნალოდ

არტერიული წნევის მომატება რომ საშიშია, ეს ბევრმა იცის, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას მის დამანგრეველ შედეგებთან უხდება შეჯახება. თვით ყველაზე გამძლე და ჯანმრთელ ორგანიზმსაც კი სჭირდება დასვენება. თირკმელები, გული და სხვა ორგანოები, აგრეთვე სისხლძარღვები ვერ უძლებენ გამუდმებულ დატვირთვებს. დროთა განმავლობაში ჰიპერტონიას შეუძლია დაანგრიოს ადამიანის ორგანზმი და სხვადასხვა დაავადებები წარმოშვას. მათ შორის ინსულტი (აპოპლექსური დარტყმა). კორონალური და გულის უკმარისობა, ინფარქტი, თირკმელების დაზიანება, კორტის ანევრიზმა, თვალის დაზიანება და სხვა.


ჰიპერტონიის დროს კარგ შედეგს იძლევა ფიტოპრეპარატებით მკურნალობა:
  • 2 სუფრის კოვზ ძახველის მშრალ ნაყოფს ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, აჩერებენ 30 წუთს და წურავენ. მიიღება 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ. შეიძლება ახალმოკრეფილი კენკრის გამოყენებაც: 1 სუფრის კოვზ კენკრას ჭყლეტენ და მიირთმევენ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • არტერიული წნევის დასაწევად შეიძლება დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მივიღოთ 1 სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი. მკურნალობის კურსი - 30-40 დღე. შემდეგ 2 კვირიანი შესვენება და კვლავ მკურნალობის ახალი კურსი.

  • იღებენ 4 სუფრის კოვზ ქავის ფოთლებს და 250 გრ 96%-იან სპირტს. ფოთლებს ათავსებენ შესაფერის ჭურჭელში, ასხამენ სპირტს და სახურავს მჭიდროდ ახურავენ. აჩერებენ ბნელ ადგილას 2 კირის განმავლობაში. პერიოდულად ანჯღრევენ. მიღებული ნაყენი მიიღება 1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მას შეიძლება დავუმატოთ თაფლი ან გავაზაოთ ჩაის ნაყენთან.

  • 1 ჩაის კოვზ ქაცვის ნაყოფს და 1 ჩაის კოვზ ძახველას ნაყოფს ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს და აჩერებენ 10-15 წუთს. მიიღება 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს).

  • იღებენ 500 გრ ასკილის ახალ ნაყოფს, 500 გრ ლიმონს, 500 გრ შტოშს, 500 გრ თაფლს. ლიმონს წინასწარ აცლიან კურკებს და ქერქთან ერთად ატარებენ ხორცის საკეპ მანქანაში. ასკილის ნაყოფს აცლიან თესლებს. ამის შემდეგ ყველა ინგრედიენტს ერთმანეთში ურევენ და აჩერებენ 24 საათის განმავლობაში მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. მიიღება 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნარევს ინახავენ მაცივარში.

  • საჭიროა 2 წილი ასკილის ყვავილი, 1 წილი ფოლორცის ბალახი, 2 წილი თავშავა, 3 წილი კუნელის ყვავილი, 1 წილი ფითრის ფოთოლი, 2 წილი ლურჯეკალას ნაყოფი, 4 წილი მანანას ბალახი, 1 წილი სვიის ნაყოფი, 1 წილი შავბალახა. 1 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, აჩერბენ 6 საათს, შემდეგ წურავენ. მიიღება 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.