» » » გოგონებო, დაიწყეთ გახდომა დღეიდან! ამ ნახარშით ეფექტურად და უვნებლად დაიკლებთ რამდენიმე კგ-ს

გოგონებო, დაიწყეთ გახდომა დღეიდან! ამ ნახარშით ეფექტურად და უვნებლად დაიკლებთ რამდენიმე კგ-ს

ოხრახუში უბრალო მწვანილი არაა! იგი მონაპოვარია მათთვის, ვისაც ორგანიზმის გაწმენდა, გაჯანსაღება და გახდომა სურს. იგი შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალურ კომბინაციას. ბევრი დაუმსახურებლად უწოდებს მას მხოლოდ და მხოლოდ სანელებელს და ავიწყდება, თუ რამდენად სასარგებლოა ეს მწვანილი.

რჩევების რედაქცია მოგიყვებათ ამ სანელებლის სარგებელზე და გაგიზიარებთ გასახდომი სასმლის რეცეპტს.

ოხრახუშის თვისებები
მაშ ასე, რატომაა ოხრახუში ამდენად სასარგებლო და რა პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება იგი?
  1. მოქმედებს, როგორც შარდმდენი საშუალება და ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს. ეფექტურად წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და სხვა მომწამვლელი ნივთიერებებისგან.
  2. გვეხმარება ანემიის დროს.
  3. შეიცავს ვიტამინ C-ს დიდ რაოდენობით, რისი წყალობითაც აძლიერებს იმუნიტეტს.
  4. ოხრახუშის თესლი გამოიყენება ჰორმონალური დისბალანსისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს.
  5. ხელს უშლის ნაწლავებში პათოგენური ფლორის განვითარებას, აუმჯობესებს საჭმლისმონელებას, ხელს უწყობს ცილოვანი საკვების გადამუშავებას.


  6. მის შემადგენლობაში არსებული აპიგენინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაჩენას.
  7. აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციას და ითვლება აფროდიზიაკად.
  8. არეგულირებს წნევას და ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს.
  9. გვეხმარება ღვიძლის პრობლემების დროს, ვინაიდან გამწმენდი თვისება გააჩნია.
  10. ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს.


და ეს კიდევ არაა სრული სია! გარდა ზემოხსენებულია, ოხრახუში ეფექტურია გასახდომადაც. ეს მცენარე შეიცავს მინიმალურ კალორიას და ააქტიურებს ქსოვილებში ცხიმოვან მიმოცვლას. ოხრახუშის მოხმარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახით, თუმცა ყველაზე ეფექტურია მისი ნახარში.

ინგრედიენტები
  • 1.5 ლ წყალი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ლებანი ლიმონი
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და დადგით 15 წუთით. გაწურეთ და დაუმატეთ ლიმონი. სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. მიღებული საშუალება დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, ერთ ჯერზე 0.5 ლ მიღებით. კურსი - 14 დღე.


არსებობს ოხრახუშისა და ლიმონის კიდევ ერთი ნახარში. დაგჭირდებათ 2 ლ წყალი, 100 გ მწვანილი, 1 ლიმონი და 1 წვეთი იოდი. დაასხით მწვანილს მდუღარე წყალი, ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ ლიმონი და იოდი. გაწურეთ, გააგრილეთ და დღის მანძილზე ყლუპ-ყლუპად დალიეთ, როცა მოგწყურდებათ. ასე 10 დღის მანძილზე გააგრძელეთ. ეს ნახარში დაარეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.


თქვენ რაში იყენებთ ოხრახუშს სამზარეულოს გარდა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.