იმისათვის, რომ მცენარე განვითარდეს, აუცილებელია პირობათა კომბინაცია: კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობის წყალი, ჰაერის მისაღები ტემპერატურა, შესაბამისი განათება და სასუქი.

ორქიდეას მოვლა ქოთანში
- როგორ მოვრწყოთ ორქიდეა
ამ ყვავილს არ უყვარს წყალი. საკმარისია, კვირაში ერთხელ მორწყოთ წელიწადის ცხელ ნაწილში, ორ კვირაში ერთხელ - ცივ სეზონებზე. ჰყოფნის თუ არა მცენარეს წყალი - ამას მისი ფოთლები გიჩვენებთ.
არასაკმარისი წყლის შემთხვევაში, ყვავილის ფოთლები დაიწყებს დანაოჭებასა და დაჭკნობას, ჭარბი მორწყვის შემთხვევაში - გაღიავებას. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესეიგი ზედმეტად ბევრი წყალი აქვს. მოსარწყავი წყალი უნდა იყოს გაფილტრული ან წამოდუღებული და აუცილებლად თბილი - დაახლოებით 25°C. - განათება ორქიდეისთვის
ყვავილს მკვეთრი, გაფანტული შუქი უყვარს. ყველაზე კარგი ვარიანტია მისი მოთავსება იმ ფანჯრის რაფაზე, რომელიც სამხრეთ ნაწილშია, არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ფანჯრისგან შორს, ბნელ ადგილას. თუ განათება არასაკმარისია, ყვავილის ფოთლები გაშავდება, კვირტები - ჩამოცვივდება. - ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა
ორქიდეას ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო ტროპიკებია, სადაც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. იმისათვის, რომ შესაბამისი პირობები შექმნათ ბინაშიც, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. ზაფხულში კი ყოველდღე უნდა შეაშხეფოთ წყალი მცენარეს. სასურველია დილით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს. - სასუქი
ეს მცენარე ჩვენთვის უჩვეულო ნიადაგზე - ფიჭვის ქერქზე ცხოვრობს. მას ყიდიან ყვავილების მაღაზიაში და, ხშირად, მას თან აყოლებენ ყვავილისთვის აუცილებელ კომპონენტებს: ხავსს, ხის ნახშირს, ტორფსა და გვიმრის ფესვებს. ასეთ სუბსტრატში ყვავილი ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. ორქიდეა, გადარგვის შემდეგ, ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად აყვავდება.