იმისათვის, რომ მცენარე განვითარდეს, აუცილებელია პირობების კომბინაცია: კარგი ნიადაგი, საკმარისი ოდენობის წყალი, ჰაერის მისაღები ტენიანობა, შესაბამისი განათება, სასუქი.
ორქიდეის მოვლა ქოთანში
- როგორ მოვრწყოთ ორქიდეა
ამ ყვავილს არ უყვარს წყალში ყოფნა. საკმარისია მისი მორწყვა კვირაში ერთხელ წლის თბილ დროს, ორ კვირაში ერთხელ კი - ცივ სეზონზე. ჰყოფნის თუ არა წყალი მცენარეს, ამაზე მისი ფოთლები მიგანიშნებთ.
არასაკმარისი მორწყვის დროს ფოთლები ნაოჭდება და ჭკნება, მეტისმეტი წყლის დროს - ღიავდება. თუ ორქიდეა გაყვითლდა, ესეიგი ძალიან ხშირად რწყავთ. მოსარწყავი წყალი გაფილტრული, წამოდუღებული და თბილიც კი უნდა იყოს - დაახლოებით 25 °C. - განათება ორქიდეისთვის
ყვავილს მკვეთრი, გაფანტული სინათლე უყვარს, განათავსეთ იგი ფანჯრის რაფაზე, სამხრეთით, არავითარ შემთხვევაში არ დადგათ ფანჯრიდან შორს, ბნელ ადგილას. თუ განათება არ იქნება საკმარისი, ორქიდეის ყვავილები გაშავდება, ყვავილები კი ჩამოცვივდება. - ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა
ორქიდეის ბუნებრივი საცხოვრებელი პირობები არის ტროპიკული ტყე, რომელშიც ჰაერის ტენიანობა 50-80%-ს აღწევს. იმისათვის, რომ ბინაში მსგავსი პირობა შექმნათ, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი ბადიანი პადონის სახით. ზაფხულში კი ყოველდღიურად მიაშხეფეთ წყალი მცენარეს, სასურველია დილაობით, რათა წყალი მზის ჩასვლამდე აორთქლდეს. - სასუქი
ეს მცენარე ჩვენთვის უჩვეულო ნიადაგში - ფიჭვის ქერქში ცხოვრობს. მას ყვავილების მაღაზიაში ყიდიან,უმეტეს შემთხვევაში, ყვავილისთვის აუცილებელ დანამატებთან კომპლექტში(ხავსი, ხის ნახშირი, ტორფი). ასეთ სუბსტრატში ყვავილი ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ. ორქიდეა გადარგვის შემდეგ, ახალი საკვები ნივთიერებების წყალობით, უფრო ჩქარა ყვავის.