» » » ორქიდეას ფესვები მისი ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია: გამოცდილი მებაღეებიც კი უშვებენ ამ შეცდომას

ორქიდეას ფესვები მისი ჯანმრთელობის მთავარი ინდიკატორია: გამოცდილი მებაღეებიც კი უშვებენ ამ შეცდომას

ორქიდეა ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან მცენარედ ითვლება მსოფლიოში: მთელ დედამიწაზე მისი 20 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ეს შესანიშნავი მრავალფეროვნებაა! გასაკვირი არაა, რომ ორქიდეათი სახლებს ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში ამშვენებდნენ. თუმცა, თუ მოვლაზე ვსაუბრობთ, ორქიდეა უკიდურესაც პრეტენზიული მცენარეა, რომელიც მფლობელს მუდმივად აძლევს თავის ტკივილის საბაბს.

დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოუაროთ ორქიდეას ისე, რომ დიდხანს შეუნარჩუნოთ სიცოცხლე ამ ცოცხალ სილამაზეს. მცირე ზრუნვა და ეგზოტიკური მცენარე რეგულარულად გაახარებს თქვენს თვალს ფერადი ყვავილებით.



როგორ მოვუაროთ ორქიდეას
ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, რომელსაც დიდი რაოდენობით სინათლე სჭირდება. ამიტომაც, ორქიდეას ქოთნის ჩრდილში დადგმა დიდი შეცდომაა. ამისგან ფოთლები მუქდება, ყვავილები კი სცვივა. თუ ფანჯარა აღმოსავლეთის მხარეს გაქვთ, დადგით მცენარე რაფაზე, რათა მან უხვად მიიღოს არაპირდაპირი სხივები - მას ეს მოსწონს.



რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, ორქიდეა ძალიან მომთხოვნია(მისაღები ტემპერატურა მერყეობს 18-დან 27 გრადუსამდე). თუმცა, თითქმის ყველა ორქიდეა იღუპება ორპირი ქარის ან ბატარეიდან წამოსული ცხელი გაერისგან.



ცალკე უნდა ითქვას მის ფესვებზეც, რადგან მცენარის ჯანმრთელობის გაუარესება, პირველ რიგში, სწორედ ფესვებზე აისახება. ეს დიდწილადაა დამოკიდებული სწორ მორწყვაზე. საქმე ისაა, რომ ორქიდეას ძალიან არ უყვარს წყალი. თბილ ამინდებში, იგი კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ, ცივში - 14 დღეში ერთხელ. ამასთან, სარწყავი წყალი ადუღებული და ოდნავ თბილი უნდა იყოს.



თუ ორქიდეას ტენი სჭირდება, მისი ფესვები ღია-ნაცრისფერი გახდება. თუ ფესვი მკვეთრი მწვანეა - ტენი ძალიან მაღალია. ხოლო თუ ფესვთა სისტემა ზურმუხტისფერია, რწყვა ნორმალურია და ორქიდეა თავს კარგად გრძნობს. სხვათაშორის, მცენარე უკეთ გადაიტანს სიმშრალეს, ვიდრე ტენის სიჭარბეს, ამიტომაც მორწყეთ მცირე ოდენობის წყლით.



ფესვების მდგომარეობის გასაკონტროლებლად, მცენარეს გამჭვირვალე ქოთნებში ზრდიან. თავიდან ხომ მხოლოდ ფესვთა სისტემა რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე. სწორად რეაგირების შემთხვევაში, შესაძლებელია ორქიდეას ფესვებისა და ყვავილის გადარჩენაც კი. ის მეყვავილეები, რომლებიც მცენარის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნავენ, გამჭვირვალე ქოთანში მყოფ ორქიდეას ათავსებენ ღრმა, არაგამჭვირვალე ქოთანში, რათა დაფარონ შეუხედავი ფესვები.



რაც შეეხება ქოთნის შერჩევას, არ ღირს მცენარის გადარგვა კერამიკულ ქოთანში. ამას ხომ, თითქმის ყველა შემთხვევაში, გაცივება, ფოტოსინთეზის შენელება და მცენარის დაღუპვა მოჰყვება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.