ნამდვილ დეკორაციად ორქიდეა იქცევა მაშინ, როცა მჭიდროდ და უხვად აყვავდება, ეს კი მარტივი დავალება სულაც არაა. თუ არ დაიცავთ მკაცრ პირობებს და არ უზრუნველყოფთ საჭირო მოვლას, ლამაზ ორქიდეაზე ოცნება ოცნებადვე დარჩება. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ჯიუტ ორქიდეაზე გაიმარჯვოთ და აიძულოთ, მთელი წელი ყვაოდეს?
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ ავაყვაოთ ორქიდეა, რომელიც არ გახარებთ ფერადი ყვავილებით უკვე რამდენიმე თვე ან წელია. ორი მცირე ეშმაკობა დაგეხმარებათ ფალენოპსის სტიმულაციაში, აყვავდეს, რაც მთავარია ისე, რომ არ დააზიანებს ძვირფას მცენარეს.
ორქიდეას აყვავება
ნუთუ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც პრეტენზიულ ორქიდეას აიძულებს აყვავებას? არსებობს, თანაც ორი! თუმცა, რომელიმეს გამოყენებამდე გახსოვდეთ, რომ აყვავების სტიმულაცია შესაძლებელია მხოლოდ ზრდასრულ, ჯანმრთელ და დასვენებულ ოთახის მცენარეებზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს მეთოდები ახალგაზრდა და სუსტ ორქიდეაზე, ასევე, ეგზემპლარებზე, რომლებმაც ყვავილები ცოტა ხნის წინ ჩამოყარა.
- სტიმულაცია ტემპერატურის ცვლილებით
საიდუმლო არაა, რომ ოთახის ორქიდეა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების მოყვარული არაა და კარგად ყვავის მხოლოდ მაშინ, როცა ღამის ტემპერატურა არ ჩამოუვარდება 6 გრადუსს. თუმცა, თუ ბუნებრივ ლამაზმანს მსუბუქ სტრესს მოვუწყობთ, იგი მაშინვე გამოაჩენს ნანატრ კვირტებს.
გირჩევთ, ეს მეთოდი გაზაფხულზე გამოიყენოთ. როცა ღამის ტემპერატურა სტაბილური (16–18°C) გახდება, გაიტანეთ ორქიდეა სუფთა ჰაერზე, ღია აივანზე ან ბაღში. თუ აივანი შემინულია, დადგით ყვავილი ღია ფანჯარასთან.
გაიტანეთ ორქიდეა მხოლოდ ღამით, დილით კი მოათავსეთ შენობაში, მზის სხივების ქვეშ. ფოთლები გახურდება და მიიღებს საკმარისი რაოდენობის სინათლეს, ღამით კი, შესაბამისად, გაგრილდება. ორკვირიანი ექსპერიმენტის შედეგად, ორქიდეა მიიღებს იმდენ ნახშირორჟანგს, რომ ეს რაოდენობა ეყოფა ფესვების, ფოთლებისა და ყვავილების განვითარებას.
ორქიდეის სტიმულაციის აღინშნული მეთოდი გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე, ასევე, შემოდგომის დასაწყისშმი. თუმცა, თვითონ აყვავების პროცესი უფრო დიდხანს გაგრძელდება, რადგან ზაფხულის ღამეები, ჩვეულებრივ, ცხელია, ტემპერატურის ცვლილება კი უმნიშვნელო. ნაადრევ შემოდგომაზე ღამის ტემპერატურა დადებითად მოქმედებს ორქიდეის აყვავებაზე, თუმცა მზის სხივების გამოსხივება ყოველდღე უფრო მცირდება.
შემოდგომაზე, როცა ქუჩაში უკვე ცივა, შენობაში კი თბილა, ხშირად გაანიავეთ ოთახი, რომელშიც ყვავილი ცხოვრობს. ოღონდ ფანატიზმის გარეშე: ორქიდეა ვერ იტანს ორპირს! არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მთელი წლის მანძილზე ყვავილს არასაკმარისად უვლიდით, შემოდგომაზე კი მოგინდათ, რომ აყვავებულიყო, ეს არაფერს კარგს არ მოიტანს. - სიმშრალით სიმულაცია
სტიმულაციის ასეთი მეთოდი უხდება ყველა ორქიდეას. ამ ხრიკის საშუალებით, ნებისმიერ სეზონში, ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ პირობებში შეძლებთ ორქიდეის აყვავებას 1-2 თვეში.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - მკვეთრად გაზარდოთ ინტერვალები მორწყვას შორის. მაგალითად, თუ აქამდე ყვავილს ყოველ მეოთხე დღეს რწყავდით, სტიმულაციისთვის გააკეთეთ ეს ყოველ მერვე დღეს. როცა ფესვები და სუბსტრატი კარგად გახმება ბოლო მორწყვის შემდეგ, დაელოდეთ კიდევ რამდენიმე დღე(თუ ცხელა - 4, თუ ცივა - 8) და მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ საყვარელი ყვავილი. თუ დრო არ გაქვთ ნიადაგის შესამოწმებლად და დღეების დასათვლელად, მოიქეცით უფრო მარტივად: გაზარდეთ მშრალი პერიოდი ორჯერ.
ამასთან, არ შეგეცოდოთ მცენარე და არ მიაპკუროთ წყალი ფოთლებსა და ფესვებზე. ამას გარდა, სტიმულაციის დროს რეკომენდებულია ბიოსტიმულატორების, მაღაზიისა და საშინაო სასუქების გამორიცხვა, ასევე, ცხელი შხაპი.
როცა დიდი ხნის ნანატრი კვირტი გაჩნდება, შეცვალეთ მორწყვის რეჟიმი ჩვეულებრივით და არ შეასასუქოთ მცენარე ყვავილობის პერიოდში. თუ კვირტები შემოდგომაზე ან ზამთარში გაჩნდა, უზრუნველჰყავით დამატებითი განათება.
სხვათაშორის, არაა აუცილებელი მთელი მცენარის განათება! საკმარისია, მიმართოთ სინათე მხოლოდ თავზე, რათა არ გამოიწვიოთ მისი გადახურება. გახსოვდეთ: საჭირო განათების გარეშე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ახალი კვირტები არ გააგრძელებს განვითარებას.