რა უნდა იყოს იმაზე უსიამოვნო, როდესაც იღვიძებ და სახეზე გამონაყარს აღმოაჩენ. ეს პატარა წერტილები მომენტალურად, დილიდანვე გვაყენებენ ცუდ ხასიათზე. გულს ნუ გაიტეხეთ! Rchevebi-ის რედაქცია ამ პრობლემის გადაჭრაში მარტივ, ხალხურ საშუალებებს გთავაზობთ.
- დავაქუცმაცოთ 400 გრამი ნიორი, ჩაყარეთ ბოთლში, დავასხათ სპირტი და დავაყენოთ მზეზე სანამ სითხე ყვითელ ფერს არ მიიღებს. ნაყენი წყალთან ერთად მივიღოთ, ჯერ დავიწყოთ 5 წვეთით და ყოველდღე 1 წვეთი მოვუმატოთ. უკვე ორ კვირაში ფერიმჭამელები მოგშორდებათ.
- 2 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილებს დაასხით 1/4 ჭიქა 40%-იანი სპირტი, 1/5 ჭიქა წყალი და 1/3 ჭიქა ადეკოლონი. დავაყენოთ თბილ ადგილას, დავუმატოთ 3 გრამი გლიცერინი. ამ ნაყენით სახე დღეში 3-ჯერ დავიბანოთ.
- კორობელად ბალახი დავაყენოთ 40 %-იან სპირტში პროპორციით 1:5. ნაყენი სასარგებლოა ცხიმიანი კანის და ფერიმჭამელების დროს.
- 1 სუფრის კოვზ ბურბუშელას დაქუცმაცებულ ფესვებს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. გავაციოთ 45 წუთის განმავლობაში, გავფილტროთ. დავლიოთ თბილი 1/3 - 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
- ჭამის წინ, მივიღოთ ლუდის საფუარი. ის მოგაშორებთ ფერიმჭამელებს.
- თეთრი შროშანის ფოთლების ნაყენი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ფერიმჭამელების წინააღმდეგ. ბოთლში ჩავყაროთ ახლად მოკრეფილი ფოთლები, დავასხათ არაყი.
დავაყენოთ 2 კვირის განმავლობაში. ამ საშუალებით ძილის წინ გავიწმინდოთ სახე.
- 2 სუფრის კოვზ ჭინჭარს დავასხათ 400 მილილიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 საათით. ჭინჭარი ძალიან სასარგებლოა ფერიმჭამელების წინააღმდეგ, რადგან გააჩნია სისხლის გამწმენდი ეფექტი. ყოველდღე, დღეში 3-ჯერ დალიეთ 100 მლ ნაყენი ერთი თვის განმავლობაში, ჭამის წინ.
- მოვჭრათ ალოეს ფოთლები და 10 დღით დავტოვოთ ბნელ და ცივ ადგილას. შემდეგ დავჭყლიტოთ ფაფისებური მასის წარმოქმნამდე, დავასხათ ცივი ანადუღარი წყალი, პროპორციით 1:5. დავაყენოთ ერთი საათით, შემდეგ ვადუღოთ 2-3 წუთი, გავფილტროთ. გამოვიყენოთ დაბანვებისთვის.
- 2 სუფრის კოვზ ქრისტესისხლას ბალახს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 საათით, გავფილტროთ. გამოვიყენოთ საფენების კანის დაავადების დროს.