» » » მარტივად მოსამზადებელი 6 ხალხური რეცეპტი ლეიკორეას სამკურნალოდ

მარტივად მოსამზადებელი 6 ხალხური რეცეპტი ლეიკორეას სამკურნალოდ

ლეიკორეა ეს არის პათოლოგიური გამონადენი ქალის სასქესო ორგანოდან. ნორმალური გამონადენი არ უნდა იყოს ბევრი, არ უნდა იწვევდეს კანის და ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ლეიკორეა მიგვანიშნებს სასქესო ორგანოს დაზიანებაზე.
სიმტპომები: დიდი რაოდენობის და უცნაური გამონადენი, თეთრი, ყვითელ-მწვანე, გამჭვირვალე ფერის და ცუდი სუნით. მათი გამოჩენა იწვევს ცუდ ქავილს.

ამ დაავადებასთან ბრძოლაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:

რეცეპტი 1
მოვამზადოთ ნაკრები წონით ერთნაირი ნაწილებისგან: კორობელას ბალახი, წიწმატურას ბალახი, წალიკას ბალახი, ფითრის ბალახი, სელის თესლები, ჭინჭრის ფესვები, ლაშქარას ფესვები, დვალურას ფესვები, ტირიფის ქერქი, მუხის ქერქი, გულყვითელას ყვავილი, უკვდავას ყვავილი, ვარდის ფოთოლი. 40 გრამი ნაკრებს დავასხათ 2 ლიტრი წყალი და ვადუღოთ 30 წუთი.
შემდეგ ნახარში გავფილტროთ 2-ჯერ. თბილი სითხე გამოვიყენოთ შპრიცით ჩასხმისთვის.

რეცეპტი 2
მოვამზადოთ ნარევი: 20 გრამი ფასრმანდუკის ბალახისგან, 20 გრამი როზმარინის ფოთლებისგან და 40 გრამი მუხის ქერქისგან.
ყველაფერს დავასხათ 3 ლიტრი მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ და ვაცხელოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. როდესაც ნარევი გაცივდება, გავფილტროთ გამოვიყენოთ შპრიცით დასხმისთვის.

რეცეპტი 3
შპრიცით დასხმისთვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ნახარში: 2 ლიტრი წყალში ვადუღოთ 2-4 სუფრის კოვზი კორობელას ბალახი, როდესაც ნაყენი გაცივდება, გავფილტროთ.

რეცეპტი 4
1 ჩაის კოვზი ანისულის თესლები ავადუღოთ 1 ჭიქა წყალში, დავაყენოთ 20 წუთი, გავფილტროთ. მივიღოთ 2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

რეცეპტი 5
20 გრამ უკვდავას ბალახს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გავაცხელოთ წყლის აბაზანაში 15 წუთი. დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 40-50 წუთით, გავფილტროთ. გამოვიყენოთ შპრიცით დასხმისთვის.

რეცეპტი 6
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დავასხათ 200 მილილიტრი წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი, დავაყენოთ. როდესაც ნახარში გაცივდება, გავფილტროთ და გამოვიყენოთ შპრიცით დასხმისთვის დღეში 2-ჯერ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.