» » » საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობა ხალხური საშუალებებით და გარანტირებული შედეგით 10-12 დღეში...

საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობა ხალხური საშუალებებით და გარანტირებული შედეგით 10-12 დღეში...

საშვილოსნოს ყელის ეროზია არის საშვილოსნოს საშოს ნაწილის დაზიანება ან ცვლილება. ხშირად ეს დაავადება გამოწვეულია საშვილოსნოს ყელში ანთებითი პროცესებით.
სიმპტომები: ჩვეულებრივად დაავადება მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე და ნათელი ხდება მხოლოდ გინეკოლოგიური შემოწმების დროს. სექსუალური კავშირის დროს შესაძლებელია სისხლდენა.
ამ დაავადების მკურნალობაში მოგვეხმარება ხალხური რეცეპტები:

რეცეპტი 1
შევურიოთ 1 ჩაის კოვზი 2 %-იანი გულყვითელას ნაყენი 0,25 - 0,5 ჭიქა ადუღებულ წყალთან. მიღებული მასა შპრიცით შევისხათ.

რეცეპტი 2
შპრიცით შესხმისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი ნარევი: 4 სუფრის კოვზი კორობელას დავასხათ 2 ლიტრი წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთი, დავაყენოთ 30 წუთი და გავფილტროთ.

რეცეპტი 3
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს ძალიან სასარგებლოა ქაცვის ზეთის ტამპონები. ამ მეთოდით უკვე 10-12 დღეში თავს უკეთ იგრძნობთ. ასევე ამ მეთოდს იყენებენ ეროზიის სამკურნალოდ ორსულებში.

რეცეპტი 4
3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ჩაგირის ფესვებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ სითხე ნახევრად არ აორთქლდება. მივიღოთ 3-ჯერ დღეში 30 წვეთი, ჭამამდე 30 წუთით ადრე, თან წყალი მივაყოლოთ.

რეცეპტი 5
შევურიოთ 40 გრამი მუხის ქერქი, 20 გრამი ფარსმანდუკის ბალახი, 20 გრამი როზმარინის ფოთოლი და სალბის ფოთოლი. დავასხათ 3 ლიტრი წყალი, ვადუღოთ 10-15 წუთი. მიღებული ნახარში გამოვიყენოთ შპრიცით ჩასხმისთვის, ყოველ დღე - დილით და საღამოს.

რეცეპტი 6
ახლადმოწყვეტილი ჭინჭრის ფოთლებიდან გამოვწუროთ წვენი, მასში ამოვავლოთ ბამბის ტამპონი და საშოში შევიყვანოთ 5-10 წუთით.

რეცეპტი 7
ყოველდღე ჩავატაროთ ეს პროცედურა: დავწვეთ ზურგზე, თეძოების ქვეშ დავიდოთ ბალიში. მიკრო ოყნის ან შპრიცის საშუალებით საშოში შევისხათ 3-5 მილილიტრი ალოეს წვენი და ვიწვეთ 20 წუთი.

რეცეპტი 8
200 მილილიტრი მდუღარე წყალში ჩავყაროთ 20 გრამი თელას ქერქი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ნახარში გავფილტროთ და ჩავასხათ კიდევ 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. ნაყენი გამოვიყენოთ შპრიცით შესხმისთვის.

რეცეპტი 9
400 მილილიტრი მდუღარე წყალი ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ბეგიაურის ბალახი, დავაყენოთ თერმოსში 4 საათით. ნაყენი გავფილტროთ და გამოვიყენოთ შპრიცით ჩასხმისთვის.

რეცეპტი 10
შპრიცით ჩასხმისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ევკალიპტის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი ნაყენი შევურიოთ 1 ჭიქა თბილ წყალს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.