» » » როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ხალხური, გამოცდილი საშუალებებით

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ხალხური, გამოცდილი საშუალებებით

თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა, ნერვიულიბა, უეცარი შიში, სტრესი, ორგანიზმის საერთო სისუსტე, გენეტიკა.
არსებობს ბევრი ხალხური მეთოდი, თუ როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას.

ხალხური მეთოდები თმის ცვენის წინააღმდეგ:
  • 1 სუფრის კოვზ სვიის გირჩებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ვადუღოთ 30 წუთი. გაცივების შემდეგ თავზე წავისვათ.

  • შევკრიბოთ გულყვითელას ყვავილები - 10 გრამი, სვიის გირჩები - 15 გრამი, ოროვანდის ფესვები - 20 გრამი. ამ ნარევს დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15-20 წუთი, დავაყენოთ 15 წუთი და გავფილტროთ. თბილი ნახარშით თავი დავიბანოთ კვირაში 2-ჯერ.

  • ოროვანდის ფესვი - 2 ნაწილი, კოთხუჯის ფესვები - 2 ნაწილი, სვიის გირჩები - 4 ნაწილი. ნარევს დავასხათ 3-4 ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 25-30 წუთი, დავაყენოთ 15 წუთი და გავფილტროთ. თბილი ნახარშით თავი დავიბანოთ კვირაში 2-ჯერ.

  • მდოგვის ნაყოფი - 3 ნაწილი, სალბის ფოთლები - 2 ნაწილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 0,5 ლიტრი წყალი და დავაყენოთ 20 წუთი. გამოვიყენოთ კომპრესის სახით.

  • თავზე წავისვათ ხახვის წვენი (1 სუფრის კოვზი ), 10 წუთში წავისვათ ალოეს წვენი (1 სუფრის კოვზი). შემდეგ, მოვამზადოთ ნაყენი - 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლას ბალახი, 2,5 სუფრის კოვზი ჭინჭრის ბალახი და 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ჭურჭელი შევფუთოთ და დავაყენოთ 10 წუთით. გავფილტროთ, გავაციოთ და თავი დავიბანოთ.

  • ოროვანდის ფესვებს (20 გრ) სვიის გირჩებს (20 გრ) კოთხუჯის ფესვებს (10 გრ) დავასხათ 1 ლიტრი წყალი, ავადუღოთ და ვადუღოთ 15 წუთი. ნახარში გავფილტროთ, ამ ნახარშით თავი დავიბანოთ კვირაში 3-ჯერ.

  • 1 ლიტრ წყალში გავხსნათ 2 სუფრის კოვზი თაფლი. თაფლიანი წყალი გადავივლოთ თმაზე და წავისვათ თავის კანზე. პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩავიტაროთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.