2 ს/კ წინასწარ დაფშვნილ (ყავის საფქვავში ან ხორცსაკეპმანქანაში) მცენარეულ ნედლეულს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ დახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადავასხათ ნახარში (გაუწურავი) თერმოსში და დავტოვოთ მთელი ღამით. მივიღოთ დღის განმავლობაში 100-150 მლ გაწურული ნახარში 30წთ-ით ადრე ჭამამდე. გემოს გაუმჯობესების მიზნით შეიძლება თაფლის, შაქრის ან მურაბის დამატება.
ბავშვებისთვის ნედლეულის დოზაა: 1 წლამდე - 1/2 ჩ/კ, 1-3 წლამდე - 1 ჩ/კ, 3-დან 6 წლამდე - 1 დღეს. კოვზი 6-დან 10 წლამდე - 1 ს/კ, 10 წლის ზემოთ - 2 ს/კ.
მორეციდივე ჰერპესის დროს მკურნალობის კურსი 3-4 თვე გრძელდება, შემდეგ 10-14 დღე ისვენებს და ახალი კურსის დაწყებისას ნაკრებს ცვლიან.
მკურნალობის საერთო კურსი - 12-18 თვეა. ამის შემდეგ შეიძლება ფიტონაკრებების პროფილაქტიკური მიღება - გაზაფხულზე და შემოდგომაზე (2-2 თვით).
ნაკრები N1
კრიალოსანას ძირები, ძირტკბილა, არალიას ძირები, თხმელას გირჩები, ორკბილას ბალახი, გვირილას ყვავილი - თანაბარი პროპორციებით.
ნაკრები N2
ქონდარის ბალახი, თავსისხლა, არალიას ძირები, არყის კვირტები, ფარსმანდუკის ბალახი, წყლის იელის ყლორტები - თანაბარი პროპორციით.
ნაკრები N3
ფურისულას ძირები 1 წილი, ორფერის ბალახი - 1 წილი, იის ბალახი - 1 წილი, ხარისკუდას ყვავილი - 1 წილი, მრავალძარღვას ფოთოლი - 2 წილი, ორკბილას ბალახი - 3 წილი, ჟოლოს ფოთლები - 3 წილი, არყის ფოთოლი - 1 წილი, ჭინჭრის ფოთოლი - 1 წილი, ქაფურას ყვავილი - 2 წილი, ასკილის ნაყოფი - 3 წილი.
ნაკრები N4
სელის თესლი - 2 წილი, ვირისტერფას ფოთლები - 2 წილი. მზიურა და კულმუხოს ძირები - 1 წილი, ტუხტის ძირი 2 წილი, არალიას ძირები - 1 წილი, ძირტკბილას ძირები - 4 წილი, ჭანგას ძირები - 2 წილი, ჟოლოს ფოთოლი - 2 წილი.
ნაკრები N5
მუზარადას ძირები - 3 წილი, ძირტკბილას ძირები - 5 წილი, რევანდის ძირები - 3 წილი, გობისცხვირას ბალახი - 2 წილი, ორკბილას ბალახი - 4 წილი, არყის კვირტები - 4 წილი, ფარსმანდუკის ბალახი - 2 წილი, გვირილას ყვავილი - 2 წილი, კუნელის ნაყოფი - 3 წილი, ცირცელის ნაყოფი - 3 წილი, ასკილის ნაყოფი - 3 წილი.
ნაკრები N6
ჩაგირის ძირები - 2 წილი, კოთხუჯის - წილი, ძირტკბილას ძირები - 4 წილი, არალიას ძირები - 1 წილი, მზიურა და კულმუხოს ძირები - 2 წილი, იორდასალამის ძირები - 2 წილი, ცირცელის ნაყოფი - 4 წილი.