სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებით ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ხალხური მედიცინა უამრავ საშუალებებს გვთავაზობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩემს მეზობელს ხშირი თავის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც უამრავ აბებს ყლაპავდა. ამის გამო კუჭის პრობლემებიც შეექმნა. დაავადება გამოწვეული იყო სისხლძარღვების პათოლოგიით - თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზით.
ვურჩიე ასკილის შემცველი სხვადასხვა ნაკრების გამოყენება.
- 1 წილ ნარშავის და მაყვლის ახალგაზრდა ყლორტები, 3 წილი მარწყვის ფოთოლი, 2 წილი ასკილის ფოთოლი შეურიოთ ერთმანეთს. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ წყლის აბაზანაზე 5 წთ, შევავსოთ პირვანდელ მოცულობამდე. არ გავწუროთ და ისე დავლიოთ თანაბარი რაოდენობით ჭამამდე და ჭამის შემდეგ.
- 2 წილი ფითრი და ჭინჭრის ძირები, 1 წილი მაყვლის და ბურბუშელას ძირები, 3 წილი ასკილის ნაყოფი. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 250 მლ მდუღარე წყალი, დავახუროთ და ვადუღოთ წყლის აბაზანზე 10 წთ, დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე. დავლიოთ თანაბარი რაოდენობით დღის განმავლობაში. სასურველია ამავე დღეს მივიღოთ 0,5 ჩ/ჭ სტაფილოს წვენი.
- კვრინჩხის ყვავილი - 2 წილი, 1 წილი სამფერი ია, არყის კვირტები, ასკილის ფოთოლი, 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 350 მლ მდუღარე წყალი, თავდახურული დავაყენოთ 30 წთ. დავლიოთ ორ მიღებაზე - დილით და საღამოს ჭამის შემდეგ.
- 2 წილი ასკილის ფოთოლი, 3 წილი მარწყვის ფოთოლი. ჭინჭრის და მაყვლის ფოთოლი 1 წილი. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, თავდახურული დავაყენოთ 15-20 წთ-ით. დავლიოთ ორ მიღებაზე 20 წთ-ით ადრე ჭამამდე.
- 1 წილი ასკილის და იის ფოთოლი, 3 წილი ოხრახუშის ფოთოლი, 2 წილი მოცხარის ფოთოლი, 0,5 წილი ნარშავი. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ თავდახურული 30 წთ და გავწუროთ. დაუმატოთ კიდევ 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დავლიოთ თაფლთან ერთად ერთ მიღებაზე, უმჯობესია დღის პირველ ნახევარში.