მედიკამენტოზური მკურნალობა
მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია. არის შემთხვევები, როცა ჩიყვის ნაწილის ამოკვეთისას, დაავადება რეგრესირებს.
ხალხური საშუალებები
ქრონიკული ფიბროზული თირეოიდიტის დროს რეკომენდებულია შემდეგი მცენარეული ნაკრებები.
ნაკრები N1
ერთმანეთს შეურიეთ 10 წილი წიწვის კვირტები და 5 წილი მწვანე კაკალი.
მომზადების და მიღების წესი:
250 გრ ნარევი დავჩეჩქვოთ, დავასხათ 1,5 ლ ცხელი წყალი, ვადუღოთ 15-25 წთ დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ 200 გრ შაქარი. ვადუღოთ კიდევ 10-15 წთ. მომზადებული ნახარში შევინახოთ მაცივარში. მივიღოთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ნაკრები N2
ერთმანეთს შევურიოთ 4 წილი ფუკუსის მშრალი წყალმცენარეები და დედოფლისთითას ბალახი, 12 წილი სელის თესლის ფხვნილი და 1 წილი გულყვითელას ყვავილი.
მომზადების და მიღები წესი:
1 დესერტის კოვზ ნარევს დავასხათ 250 მლ წყალი, ვადუღოთ 4 წთ, დავაყენოთ 10 წთ-ით. მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წთ-ით ადრე.
ნაკრები N3
ერთმანეთს შევურიოთ 3 წილი ბაბუაწვერას ძირები, ხმელი ზღვის კომბოსტო, წიწვის კვირტები, შავთარას ბალახი, 5 წილი უკვდავას ყვავილედი, 10 წილი კაკლის ფოთლები.
მომზადების და მიღების წესი:
2 ს/კ ნარევს დავასხათ 300 მლ ცხელი წყალი, ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 20 წთ-ით. მივიღოთ 2 ს/კ 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 10 წთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 20 დღეა.
ნაკრები N4
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი ძირტკბილას ძირები, ვალერიანის ძირები, კაკლის ფოთლები, ჭინჭრის ფოთლები, კუნელის ფოთლები.
მომზადების და მიღების წესი:
1 ს/კ ნარევს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დავდგათ ორთქლის აბაზანაზე 10 წთ-ით. მივიღოთ 4 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.