» » » ხალხური მედიცინა გვირჩევს ჩინური კომბოსტოს კუჭის წყლულის მკურნალობის მიზნით გამოყენებას.

ხალხური მედიცინა გვირჩევს ჩინური კომბოსტოს კუჭის წყლულის მკურნალობის მიზნით გამოყენებას.

ამ ბოსტნეულს არ აქვს კომბოსტისათვის დამახასიათებელი გემო, თუმცა მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების მიხედვით არაფრით ჩამოუვარდება კომბოსტოს სხვა სახეობებს. ჩინური კომბოსტო ადვილად მოინელება და არ განაპირობებს გაზების დიდი რაოდენობით წარმოქმნას, შეიცავს კალორიების მინიმალურ რაოდენობას, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას დიეტურ კვებაში.
კომბოსტო შეიძლება მოვშუშოთ ან მოვამზადოთ ორთქლზე (თერმული დამუშავება უნდა იყოს მინიმალური), უმჯობესია გამოიყენოთ უმი, მარინადის ან მწნილის სახით.

ხალხური მედიცინა გვირჩევს ჩინური კომბოსტოს კუჭის წყლულის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოყენებას. ის ითვლება დღეგრძელობის წყაროდ, მასში შემავალი ლიზინის გამო, რომელიც წმენდს ორგანიზმს და მაღლა სწევს იმუნიტეტს. ბევრი თვლის, რომ ჩინეთსა და იაპონიაში სიცოცხლის მაღალი ხანგრძლივობა ჩინური კომბოსტოს მოხმარებასთანაა დაკავშირებული.
ჩინურ კომბოსტოს იყენებენ კიმჩხში - ნაციონალური კორეული კერძი წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის ასორტი ნივრით, პილპილით და იმბირით. დუღილის პროცესში მის ფოთლებში გროვდება ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წმენდს ორგანიზმს პათოგენური ბაქტერიებისგან.

ჩინური კომბოსტოსგან მომზადებული კერძის ცხარე გემო და დამახასიათებელი სუნი განპირობებულია მასში არსებული მდოგვის ზეთით და გოგირდით. ამიტომ კერძის მომზადების პროცესში სასურველია ჭურჭლის თავსახური რამოდენიმეჯერ ავხადოთ.

კოლრაბი
კოლრაბი გაყიდვაში შედარებით იშვიათად გვხვდება. აღნიშნული ბოსტნეული მთელი რიგი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება და ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.

კოლრაბი კულინარიაში უმი სახით გამოიყენება - სალათების მომზადებისას, თუმცა მას სხვადასხვა სუპებში და რაგუს მომზადების დროსაც იყენებენ. კოლრაბის შემადგენლობაში შედის სელენი, რომელიც ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას. ის მდიდარია ცილებით, მინერალური მარილებით, ვიტამინებით, ფერმენტებით. კომბოსტოს ეს სახოება განსაკუთრებით სასარგებლოა სიმსუქნის დროს (გამოირჩევა დაბალი კალორიულობით). გარდა ამისა, კოლრაბი საუკეთესო შარდმდენი და გამწმენდი საშუალებაა. ის აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას და გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და ზედმეტი ქოლესტერინი.
კოლრაბის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ფოთლებს - ის უნდა იყოს მწვანე და ახალი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.