» » » კომბოსტოს წვენი, ორგანიზმის იდეალური გამწმენდი საშუალებაა, განსაკუთრებით კი დიდი ცხიმიანობის, სიმსუქნის დროს.

კომბოსტოს წვენი, ორგანიზმის იდეალური გამწმენდი საშუალებაა, განსაკუთრებით კი დიდი ცხიმიანობის, სიმსუქნის დროს.

კომბოსტო ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს წყალს - 90%. ასევე: შაქარს, ცელულოზას, ნაცარს, A,C,PP, B1,B2, B6 ვიტამინებს, ლიზოციმს. კომბოსტოში აღმოაჩინეს ასევე ე.წ. უცეროზიული ვიტამინი ანუ წყლულის საწინააღმდეგო ფაქტორი. ეს ნივთიერება ცნობილია ვიტამინ "U"-ს სახელწოდებით.
კომბოსტოს წვენის გამოყენებისას გასაოცრად სწრაფად ექვემდებარება მკურნალობას თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ერთადერთი უხერხულობა ამ დროს არის გაზების ხშირი წარმოქმნა. კომბოსტოს წვენს აქვს ბრწყინვალე გამწმენდი მოქმედება. გაზების დაგროვება ნაწლავებში იმით აიხსნება, რომ კომბოსტოს წვენი შლის ქიმიური რეაქციების შედეგად ნაწლავებში დაგროვილ ლპობის პროდუქტებს. ამ დროს ოყნის გაკეთება ხელს უწყობს როგორც გაზების გამოდევნას, ისე ლპობის პროდუქტებისას, რომლებიც წარმოქმნიან ამ გაზებს.
თუ კომბოსტოს წვენის დალევის შემდეგ წარმოიქმნება დიდი რაოდენობის გაზები ან გაგიჩნდათ შემაწუხებელი გრძნობა, ეს ნაწლავებში არსებული არანორმალური ტოქსიკური მდგომარეობის შედეგია. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია, დიდი რაოდენობით წვენის მიღების წინ ნაწლავების გაწმენდა; ამისათვის სასურველია ყოველდღიურად სვათ სტაფილოს წვენი, ან კიდევ სტაფილოსა და ისპანახის წვენების ნარევი, 2 კვირის განმავლობაში, პარალელურად ოყნასთან ერთად. შემჩნეულია, რომ როდესაც ნაწლავები მზად არის აითვისოს კომბოსტოს წვენი, მაშინ ის მოქმედებს როგორც იდეალური გამწმენდი საშუალება, განსაკუთრებით კი დიდი ცხიმიანობის, სიმსუქნის დროს. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია.

  • კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს.

  • სტაფილოსა და კომბოსტოს წვენების ნარევი წარმოადგენს C ვიტამინის შესანიშნავ წყაროს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ღრძილების ინფექციური დაავადებებისა და პარადონტოზის დროს.

  • კომბოსტოს წვენი ძლიერ ეფექტურია. სიმსივნეებისა და შეკრულობის მკურნალობის დროს. ხშირად ქრონიკული შეკრულობის გამო კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი ჩნდება, რომელიც ძალიან მალე გაქრება, კომბოსტოს წვენის გამოყენების შემდეგ.

  • კომბოსტოს წვენით სახის გაწმენდა კანს რბილსა და მოქნილს ხდის: თუ მშრალი კანი გაქვთ, გაატარეთ კობოსტოს ფურცლები ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა დაიდეთ 2 წუთით. შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ; თუ თქვენმა კანმა ელასტიკურობა დაკარგა და ნაოჭებიც გაგიჩნდათ, მოამზადეთ ნიღაბი კომბოსტოს და შვრიის ფქვილი და ცოტაოდენი მცენარეული ზეთი. მიღებული ერთგავროვანი მასა სახეზე 20 წუთს გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ; თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ხშირად გაიწმინდეთ კანი კომბოსტოს წვენით. გარდა ამისა, ცხიმიანი კანისთვის დამჟავებული თეთრი კომბოსტოს წვენიც მარგებელია. წვენში დაასველეთ ბამბის ტამპონები, დაიდეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

  • ახლადმოკრეფილ კომბოსტოს წვენს იყენებენ ქრონიკული გასტრიტის, განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობის დროს, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს, სიმსუქნის დროს.
    მიიღეთ 1-2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე, შემთბარი, შეიძლება ერთ კოვზ თაფლთან ერთად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.