» » » ყვავილოვანი კომბოსტო ცილების შემცველობის მიხედვით ნამდვილი რეკორდსმენია.

ყვავილოვანი კომბოსტო ცილების შემცველობის მიხედვით ნამდვილი რეკორდსმენია.

ყვავილოვანი კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად ითვლება. ის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ამიტომ მისი გამოყენება პატარებშიც დასაშვებია. ყვავილოვანი კომბოსტოს ნაზი უჯრედისი ადვილად აითვისება. ყვავილოვანი კომბოსტოს ნაზი უჯრედისი ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ, არ იწვევს გაზების წარმოქმნას და აუმჯობესებს ნაწლავების ევაკუატორულ ფუნქციას.

კომბოსტოს ეს სახოება მეტად სასარგებლოა საჭმლის მონელებისათვის, ვინაიდან მთელ რიგ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ჯანმრთელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ის დადებით ზემოქმედებას ახდენს მჟავების და ფერმენტების წარმოქმნის პროცესებზე, ხოლო დაავადების არსებობისას - იცავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეპითელიუმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების ჭრილობის შეხორცებას.
ყვავილოვანი კომბოსტო ცილების შემცველობის მიხედვით ნამდვილი რეკორდსმენია.
ყვავილოვანი კომბოსტო ცილების შემცველობის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი რეკორდსმენია. ის მდიდარია ამინომჟავებით (ტრიფტოფანი, არგინინი, ლიზინი და სხვ), ამიტომაც მასში შემავალი ცილები სრულფასოვნად ითვლება. ცისტინის და მეთიონინის შემცველობის გამო, ის არ ჩამოუვარდება თევზს და ხორცის პროდუქტებს. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია C, (ორჯერ მეტია ვიდრე ციტრუსებში) K და B ჯგუფის ვიტამინებს. კომბოსტოში შემავალი მინერალური მარილები კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა და კალიუმი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტარტრონის მჟავას, რომელიც ხელს უშლის შაქრის გარდაქმნას ცხიმებად. ამის გამო, ყვავილოვანი კომბოსტო დიეტური კვების ერთ -ერთი ძირითადი კომპონენტია. ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარული მიღება ათორესკლეროზის ეფექტური პროფილაქტიკაა - ორგანიზმიდან გამოყავს ქოლესტერინი და ამაგრებს სისხლძარღვებს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.