» » » 3 საუკეთესო რეცეპტი თეთრი თავხვეული კომბოსტოსგან, გულისა და სისხლძარღვების სამკურნალოდ

3 საუკეთესო რეცეპტი თეთრი თავხვეული კომბოსტოსგან, გულისა და სისხლძარღვების სამკურნალოდ

კომბოსტო ანტიოქსიდანტების უმდიდრესი წყაროა. ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან და ონკოლოგიური დაავადებებისგან. ეს ბოსტნეული შეიცავს C ვიტამინს და ბევრ მცენარეულ უჯრედისს. უმი და ბოლომდე მოუხრაშავი თეთრი თავხვეული კომბოსტო აუმჯობესებს ნაწლავთა მოქმედებას.
ახალი და დამწნილებული კომბოსტოს წვენის მიღება რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. წვენი ინახება მაცივარში, მაგრამ არა უმეტეს ერთი დღისა.
ხალხური მედიცინა გვირჩევს გატარებული კომბოსტოს ფაფისებური მასა გამოვიყენოთ შეუხორცებელი წყლულების და დამწვრობის დროს.

გულის და სისხლძარღვების მკურნალობა:

N1 რეცეპტი

ინგრედიენტები:
  • თეთრი თავხვეული კომბოსტო - 100 გრ
  • ნიგოზი - 50 გრ
  • თაფლი (თხელი) - 20 გრ

    მომზადების წესი:
    წვრილად დაჭრილი კომბოსტო, დანაყილი ნიგოზი და თაფლი შევურიოთ ერთმანეთს. მივიღოთ 20 გრ 3-4-ჯერ დღეში ერთი თვის მანძილზე.

    N2 რეცეპტი

    ინგრედიენტები:
  • თეთრი თავხვეული კომბოსტო - 120 გრ
  • ბადრიჯანი - 80 გრ

    მომზადების წესი:
    დავჭრათ ბადრიჯანი მცირე ნაჭრებად და მოვთუშოთ ორთქლზე 10 წთ, შემდეგ გავსრისოთ, შევურიოთ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს და ავურიოთ. მივიღოთ 30-40 გრ 2-3-ჯერ. დღეში 2 კვირა.

    N3 რეცეპტი

    ინგრედიენტები:
  • თეთრი თავხვეული კომბოსტო - 100 გრ
  • ლიმონი - 20 გრ
  • ნიგოზი - 30 გრ

მომზადების წესი:
კომბოსტო დავკეპოთ, დავუმატოთ კარგად დანაყილი ნიგოზი, ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ. მივიღოთ 100 -120 გრ დღეში 1 თვის მანძილზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.