ხალხური საშუალებები თმის ცვენის სამკურნალოდ:
- თუ თმის ჭარბი ცვენა გაქვთ, სცადეთ შემდეგი რეცეპტი. დღეში 2-ჯერ თავის კანზე წაისვით ქრისტესისხლას წვენი.
- დავაქუცმაცოთ რამდენიმე დიდი ნივრის თავი. თუ ცხიმიანი თმა გვაქვს, დავუმატოთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი.
მიღებული მასა თავზე წავისვათ. 2 საათში თავი შამპუნით დავიბანოთ. ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ კვირაში 2-ჯერ 6 თვის განმავლობაში. - შევურიოთ ხახვის წვენი და არაყი, პროპორციით 1:2 წავისვათ თავზე დაბანამდე. მკურნალობის კურსი 3-4 თვე. ეს მეთოდი ეფექტურია თმის ცვენის წინააღმდეგ.
- თავი ჭინჭრის წვენით დავიბანოთ.
- არყის ხის ფოთლების 6 სუფრის კოვზს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ. თბილი ნაყენით თავი დავიბანოთ.
- ავიღოთ 1 ნაწილი კონიაკი, 4 ნაწილი ხახვის წვენი (წვენი გავფილტროთ), 6 ნაწილი ოროვანდის ფესვების ნახარში, კარგად ავურიოთ. ნარევი წავისვათ თავზე და პირსახოცით შევიხვიოთ, 2 საათით. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩავიტაროთ.
- ანადუღარ წყალში ჩავყაროთ შვრიის ფუნთუშები. მიღებული მასა თავის კანზე წავისვათ.
- გულყვითელას ყვავილებს დავასხათ წყალი, პროპორციით 1:10, დავაყენოთ 14 საათი. 1 სუფრის კოვზი ნაყენი გავხსნათ 0,5 ჭიქა ანადუღარ წყალში. თავი დავიბანოთ.
- შევურიოთ აბუსალათინის ზეთი და 96%-იანი სპირტი, პროპორციით 1:1. ნარევი შევიზილოთ თავის კანში, სამ საათში თავი საპნით დავიბანოთ, შემდეგ გადავივლოთ თბილი წყალი ძმრის ან ლიმონმჟავას დამატებით.