» » » არსებობს ბევრი ხალხური და ეფექტური მეთოდი, თუ როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას.

არსებობს ბევრი ხალხური და ეფექტური მეთოდი, თუ როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას.

თმის ცვენა ნორმაზე მაღალია თუ ადამიანი დღეში 50-60 ღერს კარგავს (30-50 ნორმად ითვლება). თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზები: ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა, ნევრიულობა, უეცარი შიში, სტრესი, ორგანიზმის საერთო სისუსტე, გენეტიკა.
თმის ცვენის სიმპტომები: თანაბრი თმის დაკარგვა, მთლიანი ან ნაწილობრივი თმის დაკარგვა შუბლის და თავის ქალის ზედა ნაწილში კაცებში.

ხალხური მეთოდები თმის ცვენის წინააღმდეგ:
არსებობს ბევრი ხალხური მეთოდი, თუ როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას.

რეცეპტი 1
აბუსალათინის ზეთი ძალიან კარგად მოქმედებს თმის ფესვებზე. მისი გამოყენება ადვილია: წყლის აბაზანაზე გავათბოთ ცოტაოდენი ზეთი, წავისვათ თავის კანზე კბილის ჯაგრისის გამოყენებით. შემდეგ თავი პირსახოცით შევიხვიოთ და დავიტოვოთ 5 საათით.
ამის შემდეგ თავი შამპუნით უნდა დავიბანოთ, რომელიც ბალახების ნატურალურ ექსტრაქტს შეიცავს. პროცედურა კვირაში ერთხელ ჩავატაროთ, 1-2 თვის განმავლობაში.

რეცეპტი 2
თავის კანზე წავისვათ ოროვანდის წვენი და ოროვანდის ფესვის მალამო. ამისათვის მოვხარშოთ ოროვანდის ფესვი (20 გრამი ფესვი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. დავაყენოთ 20 წუთით).

შემდეგ გავაცხელოთ მუცლის ქონთან (1:1პროპორციით) და ჩავასხათ ქვაბში. თავზე დავახუროთ და ცომი წავუსვათ. ქვაბი ჩავდგათ ღუმელში რამდენიმე საათით. წყალი გავადასხათ და მიღებული მალამო თავზე წავისვათ.

რეცეპტი 3
შევურიოთ 10 გრამი კონიაკი, 40 გრამი გაფილტრული ხახვის წვენი და 50 გრამი ოროვანდის ფესვები ( მოვამზადოთ პროპორციით 1:10). მიღებული ნარევი თავის კანზე წავისვათ, თავი პირსახოცით შევიხვიოთ, დავიტოვოთ 2 საათით, რის შემდეგაც თავი დავიბანოთ. პროცედურა ყოველდღიურად ჩავიტაროთ.

რეცეპტი 4
თმის ჭარბი ცვენის დროს გამოვიყენოთ ნაყენი რომლითაც თავი უნდა დავიბანოთ. 3 სუფრის კოვზი კოთხუჯის ფესვები, რომელიც 15 წუთი 0,5 ლიტრი ძმარში იხარშებოდა.

რეცეპტი 5
თმის ძალიან კარგი გამაძლიერებელი ჩვეულებრივი ჭინჭარია. უმჯობესია ახალგაზრდა ჭინჭრის გამოყენება, ყვავილობამდე მოწყვეტილი. მისგან მოვამზადოთ ნახარში და თავი დავიბანოთ.

რეცეპტი 6
6 სუფრის კოვზი ოროვანდის ფესვების და კოთხუჯის ფესვების ნარევს (1:1) დავასხათ 1 ლიტრი წყალი, ვადუღოთ 15-20 წუთი. გავაციოთ. წავისვათ თავის კანზე კვირაში 2-3 - ჯერ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.