თმის ცვენის ხალხური მეთოდებით მკურნალობა:
- ცაცხვის ფერი მოგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. 8 სუფრის კოვზ ცაცხვის ფერს დავასხათ 0,5 ლ წყალი და ვადუღოთ 20 წუთი. მიღებული ნახარშით თავი დავიბანოთ ერთი თვის განმავლობაში.
- ძალიან სასარგებლოა არყის ხის წვენის, ალოეს წვენის, თაფლისა და კვერცხის გულის წასმა. ავიღოთ ყველა ინგრედიენტის 1 ჩაის კოვზი, კარგად ავურიოთ და წავისვათ თავის კანზე. დავიტოვოთ 1-2 საათი თავის დაბანამდე. თავის დაბანა უმჯობესია არყის ხის ფოთლების ნაყენით.
- ძალიან სასარგებლოა კვირაში 2-ჯერ ოროვანდის ფესვებით და გულყვითელას ფოთლებით თავის დაბანა (20 გრამი ოროვანდი და 10 გრამი გულყვითელა 1 ლიტრ წყალზე).
- შეიძლება მოვამზადოთ თავის კანისთვის მკვებავი მალამო. ამისათვის 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და კვერცხის გული შევურიოთ ერთმანეთს.
წავისვათ თავის კანზე, ყოველ 40 წუთში ერთხელ თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ჩავიტაროთ. - ემალირებულ ჭურჭელში ჩავყაროთ 10 გრამი გვირილას ყვავილები, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ, გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთი, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთი, გავფილტროთ, შუშის ჭურჭელში დავტოვოთ 2 დღით. მიღებული ნაყენით დავიბანოთ თავი.
- 50 გრამი სვიის გირჩები მოვათავსოთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 1 ლიტრი ცხელი ანადუღარი წყალი, თავზე დავახუროთ, გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთი, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთი, გავფილტროთ, გადავასხათ სამლიტრიან შუშის ბოთლში და ჩავასხათ ანადუღარი წყალი. მიღებული ნახარშით თავი დავიბანოთ.
- კარგ ეფექტს იძლევა დედოფლის ყვავილის და ჭინჭრის ლოსიონის წასმა.
- 100 გრამი დედოფლის ყვავილის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი დავაქუცმაცოთ და შევურიოთ 100 გრამ ჭინჭრის ფოთლებს.
მიღებულ ნარევს დავასხათ 500 მილილიტრი სამედიცინო სპირტი, დავაყენოთ 15 დღე და გავფილტროთ. წავისვათ ძილის წინ. - ოროვანდის ფესვები ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ ფესვები დაფაროს, ჩავდგათ ღუმელში. ვადუღოთ ფესვების დარბილებამდე. გავაციოთ და გავფილტროთ. ყოველდღე დავიბანოთ თავი ამ ნახარშით.
- თავი თბილი წყლით დავიბანოთ, საპნის გარეშე, ფრთხილად წავისვათ მარილი. 10-15 წუთის განმავლობაში გავიკეთოთ თავის მასაჟები, შემდეგ თავი დავიბანოთ. ეს პროცედურა 6-ჯერ გავიმეოროთ.