მცენარე
მცენარის ლათინური სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა "სალვარედან", რაც მკურნალობას ან ხსნას, გადარჩენას ნიშნავს.
ეთერზეთი
ზეთის მკვეთრ, მცენარეულ არომატს დაღლილობისა და სტრესის დროს გამამხნევებელი ეფექტი აქვს.
სუნამო საკუთარი ხელით
გამამხნევებელი სურნელის მისაღებად სალბის ზეთს შეურიეთ ბერგამოტის, პეტიტგრენისა და ლავანდის ზეთები.
სწრაფად და ეფექტურად
ყელის სამკურნალო საშუალება.
სტომატიტის, გინგივიტის, პირში ცუდი სუნისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ მოამზადეთ ძლიერი ჩაი ან გააზავეთ ნაყენი წყალში და გამოიყენეთ სავლებად.
სალბის სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს.
ნაკაწრებისა და მცირე ჭრილობების სამკურნალოდ და მოსაბანად მალამოებსა და წყალს სალბის ზეთი დაუმატეთ გაზავებული ზეთი ახმობს ტუჩის ჰერპესსა და ამშვიდებს ქავილს ეგზემისა და ფსორიაზისას.
აუმჯობესებს კანის ფერს.
სალბის ზეთი ან მცეანარეული ნაყენი აუმჯობესებს კანის ფერს, ვინაიდან ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს გაფართოებულ ფორებს.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
სალბის ზეთის ანტიოქსიდანტური თვისებები აფერხებს დაბერების პროცესს და ამცირებს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ ზიანს.
კვებავს თმას.
ქერტლის გასაქრობად და ჭაღარაშერეული თმისთვის ბზინვარებისა და ფერის აღსადგენად სალბის ზეთი გააზავეთ წყალში ან ძმარში და გადაივლეთ თმაზე. შეგიძლიათ მოამზადოთ თმის სამკურნალო საშუალებაც. ამისთვის ზეთი გააზავეთ ზეითუნის ზეთში, წაისვით თავზე და გაიჩერეთ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ. უფრო ინტენსიური მკურნალობისთვის შეგიძლიათ ნაზავი მთელი ღამით გაიჩეროთ თავზე.
ამცირებს სტრესს.
ზეთი ამაგრებს ნერვულ სისტემას და სიცოცხლისუნარიანობას სძენს მას. შველის ნებისმიერი სახის სტრესის დროს.
აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს.
სხეულის უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიის გასაქრობად ბუნებრივ დეოდორანტებს სალბის ეთერზეთი ან ნაყენი დაუმატეთ. ეს სხეულზე სასიამოვნო, ხანგრძლივი არომატის მქონე სურნელს დატოვებს. დაღლილი ფეხების გასახალისებლად და დასასვენებლად აბაზანის სალბის ზეთი დაუმატეთ.
მიირთვი და გალამაზდი
კვლევებმა აჩვენა, რომ სალბს თუ ჩაის ან საკვები დანამატის სახით რეგულარულად მიიღებთ, გაგიქრებათ ჭარბი ოფლიანობა, რაც განსაკუთრებით მენოპაუზისთვისაა დამახასიათებელი.