სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება ტუჩოსანთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა -ბაღის პიტნა, რომელიც წყლის პიტნისა და თავთავა პიტნის ჰიბრიდია.
ეთერზეთი
ცოცხალი, მკვეთრი და მენთოლის სურნელის მქონე პიტნის ზეთი გამჭვირვალე ან ბაცი ყვითელია. აქვს წყლისებრი კონსისტენცია.
სუნამო საკუთარი ხელით
მოამზადეთ გონების დამამშვიდებელი სუნამო. პიტნის ზეთს შეურიეთ ლავანდის, ნეროლის, ლიმონისა და ფიჭვის ზეთები.
მიირთვი და გალამაზდი
პიტნის ჩაი უწყობს საჭმლის მონელებას, რაც თავის მხრივ, კანს აუმჯობესებს.
შემკვრელი თვისებების მქონე პიტნის ჩაი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.
სასარგებლო თვისებები:
კანის გამწმენდი. პიტნის ზეთი და ექსტრაქტი ცხიმიანი და აკნეს მიდრეკილი კანის საწმენდებში გამოიყენება. დააყენეთ პიტნის ჩაი, გააგრილეთ და გამოიყენეთ დაღლილი კანის გასაწმენდად და გამოსაცოცხლებლად.
აძლიერებს და ამშვიდებს კანს. ლოსიონებსა და კანის ზეთებში შემავალი პიტნის ზეთი აგრილებს და ამშვიდებს კანს. განსაკუთრებით სასარგებლოა დაღლილი ფეხების ან გაღიზიანებული კანის დასამშვიდებლად. ფეხის გამაცოცხლებელი აბაზანის მოსამზადებლად, პიტნის ჩაის შეურიეთ რამდენიმე წვეთი თბილი ზეთი და ჩაასხით თბილი წყლით სავსე თასში.
ანტივირუსი. პიტნის ზეთს ვიროციდული თვისებები აქვს და ტუჩის ჰერპესის ან ჰერპესის მარტივი ვირუსის უფრო რეზისტენტული შტამების სამკურნალოდ გამოიყენება. გააზავეთ ზეთი და წაისვით დაზიანებულ ადგილას.
არჩენს მწერის ნაკბენს. პიტნის ზეთი მწერების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა. ამშვიდებს კანს კოღოს ნაკბენისა და სხვა სახის გაღიზიანების (ჭინჭრის ციების, შხამიანი სუროს ნასუსხის ) დროს. გააზავეთ საბაზისო ზეთში და წაისვით დაზიანებულ ადგილას.
აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს. პიტნის ზეთი დეოდორანტებისა და ფეხის საპნების სასარგებლო ინგრედიენტია. იგი გამოიყენება სტომატოლოგიურ პრეპარატებში, ვინაიდან ანტისეპტიკურია და აქრობს პირში ცუდ სუნს.
უვლის თმასა და თავის კანს. დააყენეთ პიტნის ძლიერი ჩაი, გააგრილეთ და გადაივლეთ თმაზე. ეს თმას ბრწყინვალებას შემატებს და ქერტლსაც გააქრობს.
აქრობს თავის ტკივილს. ზეთი აცოცხლებს გონებას და გვეხმარება კონცენტრირებაში. პიტნის ზეთი დიდი ხანია აღიარებულია, როგორც დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილის უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალება. აქვს იგივე მოქმედება, რაც ჩვეულებრივ წამლებს, როგორიცაა აცეტამინოფენი და პარაცეტამოლი. ეფექტურობის გასაზრდელად პიტნის გაზავებულ ზეთს დაუმატეთ ევკალიპტის ზეთი.