სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს.
კარგად გაზავებული ბარამბოს ზეთი ამშვიდებს გაღიზიანებული და ალერგიულ კანს. შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლულებისა და ეგზემის სამკურნალოდაც, მით უმეტეს მაშინ, თუ ეს სტრესითაა გამოწვეული. ამცირებს მწერის ნაკბენით გამოწვეულ სინათლესა და გაღიზიანებას, შველის კანს მზით დაწვრობის დროს. მისი კანზე გაუზავებლად წასმა დაუშვებელია.
აუმჯობესებს კანის ფერს.
ტონიკის შინ დასამზადებლად ბარამბოს ზეთი იდეალურია. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანს უფრო ნათელ ფერს სძენს.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ზეთს გამორჩეულად მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რაც ებრძვის თავისუფალ რადიკალებით გამოწვეულ კანის დაბერებას.
აღადგენს და იცავს კანს.
ბარამბოში შემავალი ორი ნივთიერება -კოფეინისა და ფერულის მჟავები - კანის ფენებში ღრმად აღწევს და მას ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებისგან იცავს.
ანტისეპტიკური და ანტივირუსული.
ზეთს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აკნესა და კანის გამონაყარის სამკურნალოდ. ეფექტურად ებრძვის ჰერპესის ვირუსს. მოამზადეთ ნაყენი ან გააზავეთ ეთერზეთი და მსუბუქად წაისვით ჰერპესით დაზიანებულ ადგილას.
შველის თავის ტკივილსა და შაკიკს.
ბარამბოს ზეთის გამაცოცხლებელი არომატი შველის შაკიკისა და თავის ტკივილს, განსაკუთრებით იმ შემთხვვეაში, თუ ეს კისრისა და მხრების არეში დაძაბულობითაა გამოწვეული.
მცენარე
ბარამბო ტუჩოსანთა ოჯახის წევრია და მსგავსი ანტისეპტიკური ქმედება აქვს. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთი ევროპაა.
ეთერზეთი
ამ ოქროსფერ ზეთს ლიმინისა და ბალახის სუნი დაჰკრავს. არომათერაპევტებისთვის მიმზიდველი ინგრედიენტია.
სუნამო საკუთარი ხელით
გამაცოცხლებელი სუნამოს დასამზადებლად, ბარამბოს ზეთს შეურიეთ გერანის, ვარდის, ჟასმინისა და რომელიმე ციტრუსის ზეთი.
მიირთვი და გალამაზდი
ჩაი. განწყობის ასამაღლებლად და ნერვული გადაღლის გასაქრობად დალიეთ ბარამბოს ჩაი. შველის სტრესით გამოწვეულ თავის ტკივილსა და შაკიკსაც.