» » » როგორ უნდა დაიწყოთ დილა, რომ მთელი დღე სრულფასოვნად გაატაროთ

როგორ უნდა დაიწყოთ დილა, რომ მთელი დღე სრულფასოვნად გაატაროთ

ნათქვამია, როგორც დაიწყებ დილას, დღეც ისეთი იქნებაო. სწორედ დღეთა პატარა ნაწილებისგან შედგება ის, რასაც სიცოცხლე ეწოდება.
მაინც როგორ უნდა დაიწყოთ დილა, რომ მთელი დღე იყოს სრულფასოვანი. უპირველეს ყოვლისა უნდა იზრუნოთ, რომ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. მხოლოდ მაშინ განახორციელებთ ყოველივე იმას, რაც დაგეგმილი გაქვთ მთელი დღის მანძილზე გასაკეთებლად. ამისათვის აუცილებელია დღის დაწყება ვარჯიშით, მასაჟით საწოლშივე. მისი ამოცანაა ძილის შემდეგ ორგანიზმის გამოღვიძება.
  • ხელები და ფეხები ასწიეთ ზევით, შემდეგ გაშალეთ ხელები ღრმა ჩასუნთქვით და ნელა ამოისუნთქეთ.

  • ზურგზე მწოლიარემ სცადეთ ძლიერ შესწიოთ მუცელი, შემდეგ გამობეროთ იგი, ასეთი მოძრაობა გაიმეოროთ 10-20-ჯერ.

  • ჩასუნთქვაზე დაძაბეთ ხელებისა და ფეხების კუნთები, დაითვალეთ ათამდე და ამოსუნთქვის გაკეთებით მოადუნეთ კუნთები.

  • ხელისგულით დაიზილეთ მუცელი საათის ისრის მიმართულებით და წინააღმდეგ. ეს გააუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და აგაცილებთ შეკრულობას.

  • ზურგზე მწოლიარემ მოხარეთ მარჯვენა ფეხი და შეეცადეთ ქუსლით მიწვდეთ დუნდულს, შემდეგ მარცხენა ფეხით. საწყისი მდგომარეობა იგივე, ქუსლებზე დაყრდნობით შეეცადეთ რაც შეიძლება მაღლა ასწიოთ მენჯი.

  • აამოძრავეთ სახის კუნთები, დახუჭეთ და გაახილეთ თვალები, აამოძრავეთ წარბები, გააღეთ და დახურეთ პირი.

  • დაჯექით საწოლზე, ხელების თითები გადააბით ერთმანეთზე და გადაიტანეთ ზურგზე. ხელები ამოძრავეთ ზევით-ქვევით, მარჯვნივ - მარცხნივ. შემდეგ ხელისგულები მიადევით ყურებს და თითების ბოლოებით დააკაკუნეთ კეფაზე. ასეთი მოძრაობა ააქტიურებს აზროვნებას, ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. ადექით და გაიჭიმეთ.

    ასეთი ვარჯიშის შემდეგ სიმხნევის მუხტი გარანტირებულია მთელი დღისთვის.

  • დილის ვარჯიშის შემდეგ, მთელი ტანი უხეში ხელთათმანით დაიზილეთ, ის წინასწარ დაასველეთ ასეთ ხსნარში: 1 ლ. წყალი, 1 ჩ/კ ძმარი, 1 ს/კ სუფრის მარილი. ხელთათმანი მუდმივად სველი უნდა იყოს, ამიტომ ხშირად დაასველეთ ხოლმე ხსნარში.
    ტანი მოკლე ძლიერი მოძრაობებით დაიზილეთ ასეღი თანმიმდევრობით. ფეხები (დაწყებული თითებით), ბარძაყები, მუცელი, ზურგი, გვერდები, მხრები, კისერი და მკერდი. მკერდი ფრთხილად უნდა დაიზილოთ წრიული მოძრაობებით (იღლიებიდან ქვევით, მკერდის ქვეშ, ზევით და კვლავ იღლიებისკენ). ეს პროცედურა კანს ამაგრებს, ხელს უწყობს მის მოქნილობას და ადამიანს დილიდანვე კარგ გონებაზე აყენებს. დაზელვისას კანი ოდნავ აგეწვებათ, სამაგიეროდ მთელ სხეულში საოცარ სიმსუბუქეს და მხნეობას იგრძნობთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.