Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ სასწაულმოქმედი სავარჯიშოების კომპლექსს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ისინი დაფძნებულია იოგას მთავარ პოზებზე და ფლობს მძლავრ ეფექტს. როცა მე ზურგის ძლიერი ტკივილები მაქვს, მხოლოდ ეს მშველის:
როგორ გავთავისუფლდეთ ტკივილისგან
- ბავშვის პოზა
ეს სავარჯიშო გამოიყენება ზურგისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილის დროს, ადუნებს ნერვულ სისტემას.
დადექით მუხლებზე(იატაკზე). დაუშვით თეძოები ტერფებზე და გაიწელეთ წინ, გაშალეთ ხელები მაქსიმალურად წინ, ხელის გულები იატაკზე უნდა იდოს. დადეთ შუბლი იატაკზე და ისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად. ამ პოზის ერთწუთიანი გაგრძელება საკმარისია ტკივილის შესამცირებლად. - პოზა კედელთან
ხსნის თავის ტკივილს, მხრებისა და კისრის არეში დაჭიმულობას. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირი თავბრუსხვევა აწუხებს.
დაწექით ზურგზე კედელთან, ფეხები მიადეთ კედელს, ხელები დაიდეთ მუცელზე. დახუჭეთ თვალები, ისუნთქეთ ნელა და სცადეთ, მაქსიმალურად განდევნოთ თავიდან ცუდი აზრები. მხოლოდ 5 წუთი ამ მდგომარეობაში მოგიხსნით კისრისა და მხრების დაჭიმულობას, თავის ტკივილი კი უკვალოდ გაქრება! - კატა
გამოიყენება ზურგის ტკივილის დროს, ხერხემლის ნებისმიერი სახის ტკივილის დროს, ხსნის ტკივილს კუნთებში.
დადექით ოთხზე, სწორი ხელებით დაეყრდენით იატაკს, გაშალეთ ისინი მხრების სიგანეზე. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ხერხემალი იატაკის პარალელური გახდეს, გაწელეთ კისერი. ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაწიეთ წელი დაბლა, თავი აწიეთ მაღლა.
ამოისუნთქეთ და გაასწორეთ წელი, თავი დაუშვით. იმოძრავეთ ნელა, ისუნთქეთ ღრმად. გაიმეორეთ ეს 10ჯერ. თუ მუხლებზე დატვირთვას იგრძნობთ, დაიდეთ რბილი ხალიჩა. - ტრიალი და გაწელვა
დაგეხმარებათ, თუ მუცელი გაწუხებთ და საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ.
დაჯექით იატაკზე, გაასწორეთ ზურგი, ფეხები დაალაგეთ სწორად. მოხარეთ მარცხენა ფეხი და და გადაადეთ მარჯვენას. მობრუნდით კორპუსით მარცხნივ, დაეყრდენით მარცხენა ხელს ბალანსისთვის. ისუნთქეთ ღრმად, შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 30 წამის მანძილზე, გაიმეორეთ მეორე მხარეს იგივე. - პეპლის პოზა
ეფექტურია მენჯ-ბარძაყის სახსრის ტკივილის დროს, ხსნის დაძაბულობას ფეხებსა და მუხლებში.
დაჯექით იატაკზე, გაასწორეთ ზურგი. შეაერთეთ ფეხის ტერფები. დაუშვით მუხლები იატაკისკენ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 2 წუთით. - ყვავილი
გამოგადგებათ, თუ გაწუხებთ ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი, გეხმარებათ კუნთის დაჭიმულობის მოხსნაში.
დაწექით ზურგზე T-ს ფორმით, ფართოდ გაშალეთ ხელები იქეთ-აქეთ. მოხარეთ მუხლები და ეცადეთ, მიიტანოთ მკერდთან. ფრთხილად გადაწიეთ მუხლები გვერდზე, ისე, რომ მხრები იატაკს არ მოაცილოთ. ამ პოზაში გაჩერდით 2 წუთით და გაიმეორეთ მეორე მხარესაც. - აფრენა
მოგიხსნით წელის, კუჭისა და თირკმლების ტკივილებს.
დაწექით ზურგზე, დაალაგეთ ხელები იატაკზე, მოხარეთ ფეხები, დააფიქსირეთ ტერფები იატაკზე. ნელა წამოწიეთ და დაუშვით თეძოები იატაკზე. მაქსიმალურად მოადუნეთ წელი. გაიმეორეთ სავარჯიშო 10ჯერ. - წინისკენ მოძრაობა
ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს, აქვეითებს ტკივილს სახსრებში.
დაჯექით იატაკზე. გააჩერეთ მარჯვენა ფეხი სწორად, მარცხენა ფეხი მოხარეთ და მისი ტერფი მიადეთ მარჯვენა ფეხს. ნელ-ნელა გადაიწიეთ წინ, რამდენადაც შეძლებთ. გაჩერდით ამ პოზიციაშო 30 წამით, გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. - სრული მოდუნება
გაშორებთ ფეხების დაღლილობის შეგრძნებას, გეხმარებათ ბარძატების ტკივილის მოხსნაში. სასარგებლოა მისი შესრულება მაღალქუსლიანებით სიარულის შემდეგ.
გადააჯვარედინეთ ფეხები დგომისას. ძალიან ნელა დაიხარეთ ფეხებისკენ, ხელები გააჩერეთ თქვენ წინ და მიწვდით იატაკს. მოხარეთ მარცხენა მუხლი, მარჯვენა კი დატოვეთ გაშლილი. გაჩერდით 30 წამით, გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.