» » » ქუსლის ძვლის დეზის მკურნალობის გამოცდილი ხალხური მეთოდები.

ქუსლის ძვლის დეზის მკურნალობის გამოცდილი ხალხური მეთოდები.

დეზის წარმოშობას იგივე მიზეზი განაპიროებებს, რაც პოდაგრის განვითარებას: შარდმჟავას დაგროვება და მისი კრისტალურ ფორმაში გადასვლა, რაც ტკივილს იწვევს. ამიტომ მურნალობა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მარილების გაწოვა და მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.

სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა ხალხური საშუალებები:
  • ყოველდღე დავიდუღროთ ფეხები ცხელი წყლით და შემდეგ კარგად გავიმშრალოთ, წავისვათ სპირტი და შემდეგ აბუსალათინის ზეთი, ზედ დავიყაროთ ასეთი შემადგენლობის ფხვნილი: 1 ჩ/კ გვირილის დაფშვნილ ყვავილს შევურიოთ 2 ჩ/კ ტალკი.

  • შევურიოთ ერთმანეთს 3 ს/კ თაფლი, 50 მლ იოდი და 1 ჩ/კ "ექსტრა" მარილი. მომზადებული მასა მოვათავსოთ ნაჭერზე და დავიდოთ ქუსლზე მთელი ღამით. დილით არ მოვიხსნათ და ქუსლებზე ვიაროთ 15 წთ. ასე გავაკეთოთ ზედიზედ 5 ღამე. პროცედურა 6 თვის შემდეგ გავიმეოროთ.

  • გახეხილი სტაფილო შევურიოთ გამდნარ ღორის ქონს (შეფარდებით 1:1). გავიჩეროთ თბილ ბნელ ადგილას 10 დღე. მალამო დავიდოთ ქუსლზე კომპრესის სახით.

  • 100 გრ საქონლის ხორცი გავყოთ 3 ნაწილად, დავბეგვოთ და დავიდოთ ქუსლებზე, დავაფაროთ ცელოფანი და შევიხვიოთ რვიანისებური ნახვევით მთელი სახსარი.მთელი დღის განმავლობაში ვიაროთ ნახვევით. საღამოს დავიდოთ ხორცის ახალი ნაჭერი. ასე გავაკეთოთ 3 დღე. "დეზი" მალე გაიწოვება. გამოცდილი მეთოდია.

  • 70%-იანი სარეცხის საპნის თხელი ფენა დავიდოთ "დეზებზე", ჩავიცვათ ბამბის წინდები და ასე გვქონდეს 3 დღე.

  • სარეცხის საპონი დავასველოთ ნერწყვით და წავისვათ ნახეთქებზე. თუ ნახეთქები ღრმაა, მაშინ საპონი შიგ შევიზილოთ.

  • მთელი ღამით დავიდოთ ქუსლებზე მჟავე კიტრის რბილობი, ზემოდან ცელოფანი შემოვიხვიოთ და შევიხვიოთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.