» » » დეზების (შპორა) მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

დეზების (შპორა) მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

ქუსლის დეზი გარეგნულად არ ჩანს. ტკივილი იწყება გასინჯვისას და სიარულის დროს ქუსლის გარკვეულ ადგილას, აქილევსის მყესთან ახლოს. დეზის წარმოშობას იგივე მიზეზი განაპირობებს, რაც პოდაგრის განვითარებას: შარდმჟავას დაგროვება და მისი კრისტალურ ფორმაში გადასვლა, რაც ტკივილს იწვევს. ამიტომ მკურნალობა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მარილების გაწოვა და მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.

სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადასხვა ხალხური საშუალებები:
  • კომბოსტოს ფურცელზე დავასხათ ცოტაოდენი საკუთარი შარდი. 1 ჩ/კ თაფლი და მივიდოთ ქუსლზე. შევიხვიოთ. პროცედურა 3-ჯერ ჩავიტაროთ.

  • მომწვანო კარტოფილი გავხეხოთ სახეხზე, გადავიტანოთ ცელოფნის პარკში და ჩავდოთ შიგ ფეხი. ტერფი კარტოფილით უნდა დაიფაროს.

  • ყოველ საღამოს გავითბოთ ხელები და ფეხები მოხარშულ კარტოფილის ნაფცქვენებში (20-25 წთ). შემდეგ გადავივლოთ თბილი წყალი და წავისვათ აბუსალათინის ზეთი. ეს პროცედურა სასარგებლოა ფრჩხილებისთვისაც და ქუსლზე არსებული ნახეთქებისას.

  • 100 გრ კარტოფილის კანს, 2 ს/კ სელის თესლს დავასხათ 400 მლ წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წთ. მომზადებულ თბილ მასაში ჩავყოთ ფეხები 15-20 წთ. შემდეგ გადავივლოთ თბილი წყალი და წავისვათ მკვებავი კრემი.

  • კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ეს მასა ბინტით დავამაგროთ ქუსლზე და ზემოდან დავიფაროთ ცელოფანი. 24 სთ-ის შემდეგ დავიდოთ ახალი პორცია. მკურნალობის კურსი - 1 კვირა.

  • 100 გრ ცხენის წაბლი თესლები დავფშვნათ ფხვნილივით, დაუმატოთ 100 გრ ნიორი და 100 მლ დენატურატი. კომპონენტები კარგად აურიოთ ერთმანეთს. მიღებული მასა კომპრესის სახით დავიდოთ მტკივნეულ ადგილზე 20 დღის განმავლობაში.

  • დეზების არსებობისას ფეხსაცმელში ჩავაფინოთ კალანჰოეს ფოთოლი.

  • შალის ნაჭერი ნავთში დავასველოთ და მივიდოთ ქუსლზე, ზემოდან დავიდოთ ძალიან გახურებული სპილენძის ფირფიტა. ასე გავაკეთოთ 3-ჯერ, შემდეგ დავნაყოთ 20 გრ ურცის თესლი, დაუმატოთ 50 მლ ვაშლის ძმარი. ეს მასა გადავიტანოთ ნაჭერზე და დავიდოთ ქუსლზე ზედიზედ 3 ღამე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.