არჩევენ პოდაგრის ორ ტიპს: პირველადი და მეორადი. პირველადი პოდაგრა ვითარდება პურინული ცვლის მემკვიდრული დარღვევის შედეგად, მეორადი ვითარდება სისხლის, თირკმლების, ენდოკრინული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, აგრეთვე ზოგიერთი პრეპარატების (ასპირინი, ნიკოტინის მჟავის, ჯგუფის ვიტამინები) მიღებისას. დაავადება მთელ რიგ გართულებებს იწვევს. ყველაზე ხშირია გართულებები თირკმელების მხრივ - ვითარდება შარდ-კენჭოვანი და ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, ნეფროსკლეროზი. თირკმლების დაავადების შედეგია თირკმლის უკარისობა, რომელიც ყოველი მეხუთე ავადმყოფის სიკვდილის მიზეზია.
პოდაგრის მკურნალობა ხალხური საშუალებებით:
- შევაგროვოთ ზაფხულში თეთრი აკაციის ყვავილები, მოვათავსოთ ბოთლში, დავასხათ ნავთი. დავაყენოთ ბნელ გრილ ადგილას 7 დღე. წავისვათ მტკივნეულ სახსრებზე.
- ავიღოთ 5 აბი ასპირინი, 5 აბი ანალგინი, 25 მლ 5 %-იანი იოდი, 1 ჭიქა "ტრაინოი ოდეკოლონი". კომპონენტები დავფშვნათ, შევურიოთ იოდს და ოდეკოლონს. წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე.
- კონიოს ბალახი და ნაყოფი მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ სპირტი და მჭიდროდ დავუცოთ თავი. ხმარების წინ წილა შევანჯღრიოთ და ჩავყოთ შიგ ცხელ წყალში გახურებული ხელი 1,5-2 სთ-ით. ხსნარი დამწვრობას არ იწვევს.
- 100 გრ მდოგვის თესლებს და 100 გრ სუფრის მარილს დავუმატოთ გაწმენდილი ნავთი არაჟანისმაგვარი მასის მიღებამდე. შევიზილოთ მტკივნეულ სახსრებში.
- მზიურას და კულმუხოს ძირები ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავყაროთ ფეხები - ხელს უწყობს პოდაგრის გაწოვას.
- ანგელოზას ძირების ნაყენი: ანგელოზას გამომშრალ ძირებს დავასხათ წყალი 1:10 - თან შეფარდებით. შევიზილოთ მტკივნეულ სახსრებში.
- წვრილი სახსრების შეშუპებისას კარგია ტერფზე სამედიცინო ნაღველის (აფთიაქში იყიდება) კომპრესის გაკეთება ძილის წინ.
- გამობურცულ ძვლებზე კარგია იოდის ნაყენის წასმა, ღამით კი სამედიცინო ნაღველის კომპრესის გაკეთება.
- შევურიოთ ერთმანეთს იოდის ნაყენი და ლიმონის წვენი (1:1) და ბადესავით წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე, ხოლო ღამით ძვლოვან "კოპზე" დავიდოთ ცოტაოდენი დინდგელი და შევიხვიოთ. პროცედურა ყოველდღე გავიკეთოთ, სანამ წანაზარდები არ გაიწოვება.
- 100 მლ იოდის 5 %-იანი ნაყენი, ნიშადურის სპირტი, გლიცერინი, თაფლი და სამედიცინო ნაღველი შევურიოთ ერთმანეთს და დავაყენოთ 24 სთ. წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე და გავიკეთოთ კომპრესი (ღამით).