სამკურნალოდ მოწოდებულია სხვადახვა ხალხური საშუალებები:
- ქუსლებზე არსებული ნახეთქების დროს გამოვიყენოთ წებო - "მომენტი", რომელიც წავისვათ ნახეთქებზე და გავიშროთ. 10 წთ-ის შემდეგ წებო შევიზილოთ ნახეთქებში, ცოტა აგვეწვება, მაგრამ მალე გაივლის. 2 თვის შემდეგ წებო ამოვჩიჩქნოთ, მის ქვეშ შევამჩნევთ ნაზ ვარდისფერ კანს.
- ნახევარი თავი გახეხილი ნიორი 36 სთ-ით დავიდოთ დეზების არეში, პროცედურა მის სრულ გაქრობამდე გავიმეოროთ.
- გაჭრილ ხახვს შუაში 1 წვეთი კუპრი დავაწვეთოთ და დავიმაგროთ ქუსლზე.
- გავხეხოთ ხახვი სახეხზე, კარგად წავისვათ ტერფზე და შემოვიხვიოთ ტილოს ნაჭერი, წამოვიცვათ ცელოფნის პარკი. დილით ფეხი საპნით დავიბანოთ და პემზით გავიხეხოთ. პროცედურა დღეგამოშვებით გავიმეოროთ, შემდეგ შეიძლება ქუსლზე კვირაში ერთხელ წავისვათ ხახვის ფაფა, ძილის წინ.
- ფეხები ჩავყოთ ცხელ სოდიან წყალში, შემდეგ კარგად გავიმშრალოთ და ქუსლზე ნახვევით დავაფიქსიროთ ლიმონის რბილობი (წვენი არ გამოვწუროთ, რადგან ის უნდა შეიწოვოს). 10 პროცედურის შემდეგ "შპორა" გაიწოვება.
- მაისიდან შემოდგომამდე დავიდოთ ქუსლზე ოროვანდის ფოთოლი (ქვედა მხრიდან), ზემოდან დავაფაროთ ბამბის ნაჭერი და წამოვიცვათ წინდა. შემოდგომიდან მაისამდე ქუსლის ქვეშ დავიდოთ ძაღლის ბეწვი და პარალელურად მივიღოთ კაკლის უღელის ნაყენი - 1 დეს. კოვზით 2-ჯერ დღეში (0,5 კგ უღელს დავასხათ - 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ 3 კვირა ბნელ ადგილას).
- დავიმდუღროთ ფეხები, კარგად გავიმშრალოთ და ქუსლებზე დავიკრათ ლეიკოპლასტირი. ასე გავაკეთოდ რამდენიმეჯერ, სანამ კანი სადა არ გახდება.
- ხახვის ნაფცქვენს დავასხათ მდუღარე წყალი და წამოვადუღოთ, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავყოთ შიგ ფეხები, შემდეგ კარგად გავიმშრალოთ და წავისვათ ქუსლებზე თაფლი, წამოვიცვათ წინდები. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ქუსლები რბილი გახდება.
- ნახეთქებზე კარგია გასრესილი მწვანე ხახვის დადება.
- წავისვათ ფეხზე აბუსალათინის ზეთი და წამოვიცვათ ბამბის წინდები.