ნებისმიერი ადამიანისთვის ეს ტრაგედიაა. მოვიძიეთ ხალხური მედიცინის მეთოდები. ფიტოთერაპიული საშუალებებიდან ამოვირჩიეთ რამდენიმე გამოცდილი რეცეპტი, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.
- თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს ქრისტესისხლას ბალახი და წყალი. დავიდოთ თვალებზე ნარევში დასველებული საფენები დღეში 2-ჯერ. არ გამოიყენოთ ეს საშუალება შეტევის დროს!
- შევურიოთ ერთმანეთს ნახევარი ჭიქა ჭინჭარი და 1 ჩ/კ შროშანის ფურცლები, დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ 1 ს/კ წყალი და დავაყენოთ 9 სთ ბნელ ადგილას, შემდეგ დავუმატოთ 1/2 ჩ/კ სოდა. მიღებული მასა დავიდოთ თვალებზე დღეში 2-ჯერ.
- გლაუკომის პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღე ძილის წინ დავისრისოთ ზედა ქუთუთოები წყალში განზავებული თაფლით (1:1).
- მხედველობის სიმახვილის შემცირებისას მივიღოთ ყოველდღე 1 ჩ/კ კამის თესლის ფხვნილი წყალთან ერთად. ახალი კამა ხელს უწყობს თვალისშიდა წნევის შემცირებას. ასეთი მკურნალობის შედეგად შესამჩნევი პროგრესია.
სპეციალისტის კომენტარი:
ქრისტესისხლა საოცარი მცენარეა, მისი გამოყენება ხალხური მედიცინის გამოცდილების საფუძველზე ხდება. გლაუკომის დასაწყის სტადიაში მას დადებითი ეფექტი აქვს. მაგრამ მისი გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, რეკომედაციის სრული დაცვით, რადგან ქრისტესისხლას წვენი შხამს შეიცავს და მისი განუზავებლად ხმარება დააზიანებს.
ჭინჭრის ნაყენი, ადგილობრივად გამოყენებისას დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების კედლებზე, ხოლო შროშანის ფურცლები განაპირობებს სისხლძარღვების გაფართოების და თვალისშიდა სითხის ცირკულაციის გაუმჯობესებას (რაც დაავადების განვითარების მიზეზია). შროშანის დოზას არ უნდა გადავაჭარბოთ.