წყლის პერი. მცენარე კარგად გავრეცხოთ და დავაქუცმაცოთ. შემდეგ დავასხათ 200 მლ წყალი და დავაყენოთ 4 დღე. დავლიოთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, თან 1/4 ჭ წყალი მივაყოლოთ. შეიძლება აგრეთვე თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს მცენარის დაქუცმაცებული ბალახი და თაფლი. მივიღოთ 1 ჩ/კ მომზადებული ნარევი დღეში 2-ჯერ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.
ბალახების ჩაი. მოვამზადოთ შემდეგი შემადგენლობის ფიტოჩაი: 1 ჩ/კ არყის ფოთლებს დაუმატოთ ამდენივე წითელი მოცვი, მრავალძარღვა, ჩვეულებრივი მატიტელა, ორკბილა, მინდვრის შვიტა და ჭინჭარი, 2 ჩ/კ კრაზანა, 3 ჩ/კ ცირცელის ნაყოფი და ასკილი. 2 ს/კ ნარევი ჩავყაროთ თერმოსში, დავასხათ 3 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ მთელი ღამით. მეორე დღეს ნაყენი მთლიანად დავლიოთ. ვსვათ მუდმივად გამოჯანმრთელებამდე.
კამის ნახარში. 1 ჩ/კ კამის თესლს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 3-4-წთ. შემდეგ დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭ 3-ჯერ დღეში ნახევარი საათით ადრე ჭამამდე ( 3 კვირის განმავლობაში), 10 დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გავიმეოროთ.
მე ერთი თვე დამჭირდა იმისათვის, რათა ჩემი თვალები წესრიგში მომეყვანა. ამჟამად კონტროლის მიზნით სისტემატიურად დავდივარ ოფთალმოლოგთან, დიაგნოზი პრაქტიკულად მომეხსნა.
სპეციალისტის კომენტარი:
წყლის პერი ხასიათდება ბაქტერიოციდული, შარდმდენი, სპაზმოლისტიკური ეფექტით, ხსნის შეშუპებას. შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ორგანოების და ორგანიზმთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.
კამას გააჩნია ბაქტერიოციდული და ანტიოქსიდანტური მოქმედება, თანდათან აქვეითებს წნევას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
რეცეპტში მოყვანილი კომპლექსური ნაკრები მთელ ორგანიზმზე მოქმედებს სხვადასხვა მიმართულებით.