ნაკრები N1
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი ვალერიანის ძირები, კამის ნაყოფი, სატაცურის ყლორტები, 2 წილი თეთრი ფითრის ბალახი, ქრისტესისხლას ბალახი, ბარამბოს ბალახი, დილის კამას ბალახი, წითელი კუნელის ნაყოფი, ცეცხლეკალას ბალახი, ლამინარია, 3 წილი ყავისფერი ასკილის ნაყოფი და 4 წილი შავბალახას ბალახი.
მომზადების წესი:
2 ს/კ ნარევს დავასხათ 400 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 2 წთ. დავაყენოთ 2 სთ-ით და გავწუროთ. მივიღოთ 3 ს/კ 2-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ნაკრები N2
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი იის ბალახი, ცაცხვის ყვავილი, ბაღის პიტნის ფოთლები, მზიურა და კულმუხოს ძირები, 5 წილი ცეცხლეკალას ბალახი, 2 წილი კრაზანას ბალახი, ტყის მარწყვის ფოთლები, ლამინარია, მაისის შროშანის ბალახი, მრავალაძარღვას ფოთლები, აფთიაქის გვირილას ყვავილი, ძიძოს ბალახი, ჭაობის ბერულას ბალახი, 3 წილი ყავისფერი ასკილის ნაყოფი.
მომზადების წესი:
1 ს/კ ნარევს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 4 სთ-ით, გავწუროთ, გავაციოთ. მივიღოთ 3 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ნაკრები N3
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი ბაღის პიტნის ფოთოლი, ქაფურას ბალახი, 2 წილი ბირკავას ბალახი, კაკლის ფოთოლი, 3 წილი ორფერის ბალახი.
მომზადების წესი:
3 ს/კ ნარევს დავასხათ 400 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 2 წთ, დავაყენოთ 3 სთ-ით, გავწუროთ და მივიღოთ 2 ს/კ 2-3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ნაკრები N4
ერთმანეთს შევურიოთ 3 წილი ოთხფურცელა მარწყვბალახის ფესვები, 4 წილი ოროვანდის ფესვები და ძირტკბილას ფესვები.
მომზადების წესი:
3 ს/კ ნარევს დავუმატოთ 500 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 5 წთ. დავაყენოთ 4 სთ-ით და გავწუროთ. მივიღოთ 4 ს/კ დღეში 2-ჯერ.
ნაკრები N5
შევურიოთ 3 წილი თეთრი თუთის ფოთლები, კაკლის ფოთლები, სიმინდის დინგი და 4 წილი ყავისფერი ასკილის ნაყოფი.
მომზადების წესი:
2 ს/კ ნარევს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 2 წთ, დავაყენოთ 1 სთ-ით, გავწუროთ და მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.