ეთერზეთებზე დამზადებული საშუალებები ძალიან ეფექტურია, მათი მოქმედება იგრძნობა დაუყოვნებლივ, სულ რამდენიმე საათში უსიამოვნო სიმპტომები მცირდება, ავადმყოფი შეიგრძნობს გამოფხიზლებას. სცადეთ ამ ბუნებრივი სასუალებების გამოყენება - შედეგი აუცილებლად დაგაკმაყოფილებთ.
ბუნებრივი საშუალებები გაციების დროს
ბალზამი ეთერზეთებზე
ინგრედიენტები
- 1/4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ჩ.კ. ფუტკრის ცვილი
- 25-30 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი
- 20-25 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- 10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- გაათბეთ ზეითუნის ზეთი და ცვილი პატარა ქვაბში, მუდმივად ურიეთ. ცვილი უნდა დადნეს და ერთგვაროვნად გადანაწილდეს.
- გააგრძელეთ მორევა, დაუმატეთ ეთერზეთები თანდათან - რამდენიმე წვეთობით.
- როცა ყველა ზეტი შეერევა ცვილს, ჩაასხით მასა პატარა ქილებში - როცა იგი გაგრილდება, გამაგრდება. ამიტომ შეარჩიეთ კრემების ქილები.
სიროფი ხველის წინააღმდეგ
ინგრედიენტები
- 3/4 ფინჯანი თაფლი
- 1/4 ფინჯანი ზეითუნის ზეთი(ცივი დაწურვის)
- 3 ლიმონის წვენი
- შეურიეთ კომპონენტები პატარა ქვაბში. ოდნავ გაათბეთ, არ აადუღოთ!
- ჩაასხით სიროფი ბოთლებში, შეინახეთ მაცივარში 3 თვემდე.
სამკურნალო ბალზამი საშხაპედ
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა საკვები სოდა
- 6 კექსის ფორმა
- 1/3 თასი წყალი
- რამდენიმე წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- რამდენიმე წვეთი ევკალიპრის ეთერზეთი
- რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი
- შეურიეთ სოდა წყალს. გაავსეთ კექსის ფორმები ნახევრამდე სოდის მასით, დაუმატეთ ეთერზეთების მასაც.
- ახლა დაუმატეთ დარჩენილი სოდის მასაც, გაავსეთ ფორმები ბოლომდე. გამოაცხვეთ არომატული კექსები საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთით.
- როცა კექსები გაგრილდება, ფორმიდან გადაალაგეთ პოლიეთილენის პაკეტში. არომატების გასაძლიერებლად დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი უკვე მზა ბალზამებს.