ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ არგანის, ზეითუნის და ჟოჟობას ზეთები
- 1 ჩ/კ ქოქოსის კარაქი
- 1 ჩ/კ ფუტკრის ცვილი
- 60 მლ მინერალური წყალი
- 1 ს/კ ემულგატორი ცვილი
- 1 ს/კ გლიცერინი
- 8 წვეთი მელისას ეთერზეთი
- 4-4 წვეთი ლიმონის, მანდარინისა და მირისის ეთერზეთები
მომზადების და გამოყენების წესი:
გააკეთეთ ემულსია - ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ ზეთები, კარაქი და ფუტკრის ცვილი. გადმოდგით ცეცხლიდან, როცა ცვილი დადნება.
აადუღეთ მინერალური წყალი 80o -მდე, დაამატეთ ცვილი და გლიცერინი და მოურიეთ.
დაამატეთ ცხელი ზეთის ნარევი ცხელი წყლის ნარევს. ხელის სათქვეფის ან ბლენდერის გამოყენებით გამუდმებით ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
დაამატეთ ეთერზეთები და გააგრძელეთ მორევა. გადაიღეთ სტერილურ ქილაში და დატოვეთ გასაგრილებლად. დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ინახება 3 თვემდე.
ოდნავ წაისვით მშრალ ხელებზე და კარგად შეიზილეთ.