კომბოსტოს შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები კარგად მოქმედებს კანზე, გვეხმარება სისხლის გაწმენდასა და ართრიტთან ბრძოლაში. ეს ბოსტნეული, ამასთან, მთელი წლის მანძილზე ხელმისაწვდომია.
კომბოსტოს სამკურნალო თვისებები
- ხსნის თავის ტკივილებს
დროთა განმავლობაში ტაბლეტები სულ უფრო ნაკლებად გვეხმარება რეგულარული თავის ტკივილების წინააღმდეგ. მასთან საბრზოლველად გამოგადგებათ ჩვეულებრივი კომბოსტოს კომპრესი.
აიღეთ თეთრი კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი და ცოტა ხნით ხელში გაიჩერეთ. შეიზილეთ კომბოსტოდან გამოყოფილი წვენით საფეთქელი, მაჯებზე, ამის შემდეგ მიიდეთ ფოთოლი თავის მტკივან მონაკვეთზე.
ასევე, შეგიძლიათ კომბოსტოს მწნილი მიიდოთ შუბლზე 20-30 წუთით და დალიეთ 3-4ჯერ დღეში კომბოსტოს მწნილის წვენი. - ტკივილი სახსრებსა და მუხლებში
აიღეთ კომბოსტოს ფოთლები, გააკეთეთ მასზე რამდენიმე ჩაჭრა. გაათბეთ ფოთოლი გაზზე ან მიკროტალღურში და წაუსვით თაფლის თხელი ფენა. მიიდეთ კომპრესი დაზიანებულ სახსარზე, ზემოდან დაიდეთ ცელოფანი, მიიმაგრეთ ბინტით და შეიხვიეთ თბილი ცხვირსახოცით ან შარფით. მსგავსი კომპრესი, სასურველია, გაიკეთოთ ღამით, რამდენიმე პროცედურს შემდეგ კი სახსრის ტკივილები გაქრება. - ხველა
თუ ოჯახის რომელიმე წევრს ხველა დაეწყო, არ შეიძინოთ აფთიაქის წამლები, იმკურნალეთ თავად.
აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი, ჩაუშვით მდუღარე წყალში 1-2 წუთით, შემდეგ წაუსვით თაფლი და მიიდეთ გულზე(ძლიერი ხველის დროს გამოიყენეთ ორი კომბოსტო, ერთი მკერდზე, მეორე - ზურგზე).
ვიწრო მაისური კარგად შეაკავებს ფოთლებს მთელი ღამით. 2-3 ღამის პროცედურის შემდეგ ხველა გაგივლით. - მასტოპათია
ეს სერიოზული დაავადებაც ექვემდებარება კომბოსტოთი მკურნალობას(ტრადიციული მეთოდების პარალელურად). თერაპიის ვარიანტი უამრავია - კომბოსტოს წვენის მიღება შინაგანად ან მისი ფოთლების კომპრესების გამოყენება.
გარეცხეთ კომბოსტოს ფოთოლი, წაუსვით ნაღების კარაქი და მოაყარეთ მარილი. მიიდეთ ფოთოლი სარძევე ჯირკვლებზე, შეიხვიეთ ზემოდან მშრალი ქსოვილით. თეთრეული არ უნდა იყოს მოჭერილი, რათა არ მიაჭიროთ სარძევე ჯირკვლის ქსოვილებს და არ შეამციროთ კომპრესის ეფექტი.
გაიჩერეთ ფოთოლი 6-12 საატით, შემდეგ დაიდეთ ახალი. ასეთი კომპრესები აუცილებელია 1 კვირის მანძილზე, მთელი ღამით. - ნელი მეტაბოლიზმი
არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთაც ძალიან ნელი მეტაბოლიზმი აქვთ. ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასაჩქარებლად რეკომენდებულია კომბოსტოს ფოთლების ნაყენის მირთმევა მარილის, შაქრის ან თაფლის გარეშე. ხარშეთ ფოთლები 10 წუთით, გაწურეთ და მიირთვით ნაყენი საკვების ყოველ მიღებამდე 20 წუთით ადრე, 150 მლ ოდენობით. - ვენების ვარიკოზული გაგანიერება
კომბოსტოს ფოთოლი გააბრტყელეთ ცომის ჯოხით, ერთ მხარეს წაუსვით მცენარეული ზეთი და მიიდეთ დაზიანებულ თრომბოფლებიტურ ზონაზე, მიიმაგრეთ ბინტით 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვეა. - წყლულოვანი დაავადება
კომბოსტოს ახლადდაწურული წვენი სასარგებლოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, კუჭის წვენის უკმარისობის გასტრიტის, კოლიტის, ნაწლავის ატონიის, ქოლეცისტიტის, ყაბზობისა და სიმსივნეების დროს. - შეუხორცებელი ჭრილობები
ხალხური მედიცინა გვირჩევს კომბოსტოს ფოთლის წვენისა და ფაფის მირთმევას მწვავე ჭრილობების, ეკზემის, შეუხორცებელი წყლულების დროს. კომბოსტოს ბაქტერიციდული თვისებები განპირობებულია მასში ფიტონციდების(მავნე მიკრობების საწინააღმდეგო ნივთიერების) შემცველობით. - კოსმეტიკური ნიღბები
გამონაყარს გააქრობს კომბოსტოს წვენის ნიღაბი. დაწურეთ კომბოსტოს წვენი, წაისვით სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ დაიტენიანეთ კანი კრემით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ, მთელი თვის მანძილზე.