» » » ასეთ კოქტეილს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოყავს, ასევე აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას.

ასეთ კოქტეილს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოყავს, ასევე აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას.

თეთრი და წითელი თავხვეული კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა: სელენი, მაგნიუმი, კალიუმი. კომბოსტოს უჯრედისი აუმჯობესებს ნაწლავების მოტორიკას, რაც მეტად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ქრონიკული მიზნით სასურველია კომბოსტოს სალათის ყოველდღე მიღება.

კომბოსტოში შემავალი ფენოლი, ბიოფლავონოიდები, ინდოლი და ქლოროფილი ამცირებენ ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას. რძეში მოხარშული კომბოსტოს თბილი ფოთლები ამცირებს სახსრების ტკივილს ართრიტების, პოლიართრიტების და პოდაგრის დროს.
თეთრი თავხვეული კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. სტაფილოს წვენთან ერთად ის С ვიტამინის მდიდარი წყაროა. ასეთ კოქტეილს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოყავს, ასევე აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას.

წითელი და თეთრი თავხვეული კომბოსტო მოტკბო გემოსია. შეიძლება მისი გამოყენება როგორც სალათის, ისე ხორციან კერძთან გარნირის სახითაც. თერმული დამუშავების დროს ფერის შენარჩუმების მიზნით კომბოსტოს შეიძლება დავუმატოთ სუფრის ძმარი ან ლიმონის წვენი.

განსაკუთრებით სასარგებლოა თეთრი თავხვეული კომბოსტოს მწნილი. ის ერთადერთი მცენარეული პროდუქტია, რომელიც B ვიტამინს შეიცავს. დამწნილებული კომბოსტოს სასარგებლო მოქმედების განმსზაღვრელია რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც წარმოიშვება კომბოსტოზე მარილის დამატებით. რძემჟავა ბაქტერიებს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავებისათვის, რადგანაც ისინი საჭმლის მონელების პროცესების აქტიური მონაწილენი არიან, აღადგენენ ნაწლავების მიკროფლორას და აქედან გამომდინარე, ხელს უწყობენ ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.