» » » ტკივილი სახსრებში აღარ შეგაწუხებთ! ხელმისაწვდომი პროდუქტი ყოველთვის მოქმედებს

ტკივილი სახსრებში აღარ შეგაწუხებთ! ხელმისაწვდომი პროდუქტი ყოველთვის მოქმედებს

რამდენად ხშირად გვჯერა რეკლამების და მშობლიურ ხილ-ბოსტნეულს ვამჯობინებთ ამერიკულ, აფრიკულ და აზიურ პროდუქტს? რეალურად, ჩვენი პროდუქტი კი არ ჩამორჩება, არამედ რამდენჯერმე სასარგებლო და ხელმისაწვდომია. სწორედ ისინი გვეხმარება უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.


თუ სახსრების ტკივილები მუდმივად გაწუხებთ, არ გაძლევთ ნორმალურად მუშაობის, ძილის თუ ცხოვრების საშუალებას, ტაბლეტები და მალამოები კი აღარ იძლევა შედეგს, მიიდეთ კომბოსტოს ფოთოლი. ხალხური მედიცინის მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ, დაუსრულებლად იწუწუნონ, რას შეცვლიან? კომბოსტო ხომ ნამდვილად ეფექტურია.

რატომ მაინცდამაინც კომბოსტო?


ეს ჩვეულებრივი ბოსტნეული ასკორბინის, ფოლიუმისა და პანტოტენის მჟავითაა მდიდარი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეხმარება ანთების ჩაცხრობაში. ხალხური მედიცინის რჩევების თანახმად, კომბოსტოს ფოთლები ნამდვილად კარგი არჩევანია - საკმარისია, დაიდოთ ფოთოლი მხოლოდ ერთხელ, რათა მოიხსნათ დაავადების სიმპტომები ან ყოველ საღამოს, 1 თვის მანძილზე გამოიყენოთ დაავადების განსაკურნებლად.


კომბოსტოს ფოთოლი ხსნის ანთებას, აძლიერებს სახსრებს, აუტკივრებს დაზიანებულ მონაკვეთს და ადეზინფეცირებს მას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ კომბოსტოს გარეგანი მიღების გარდა, მისი ჭამაც შეგიძლიათ. ასე თქვენ უფრო სწრაფად განიკურნებით, თუ მკურნალობით ძალიან დაიღალეთ.



კომბოსტოს უპირატესობა არამხოლოდ მის შემადგენლოვასა და სწრაფ ეფექტში, არამედ ხელმისაწვდომობაშიცაა. თქვენ მას წლის ნებისმიერ დროს შეიძენთ და მკურნალობა ათობით უფრო იაფი დაგიჯდებათ ტაბლეტებისა და მალამოების გარეშე.

ანთებული სახსრების მკურნალობის 4 მეთოდი


ყველაფერი განსაზღვრული და გასაგებია. საჭიროა მხოლოდ გადამწყვეტი სურვილი რაღაცის შეცვლისა და, რაღა თქმა უნდა, კომბოსტოს ფოთოლი.

  1. გარეცხეთ ფოთოლი. რამდენიმე ადგილას გაუსვით დანა და გაათბეთ მიკროტალღურში. შემდეგ წაუსვით თაფლი. მიიდეთ ასეთი კომპრესი მტკივნეულ ადგილას, შეიხვიეთ ცელოფნით, ზემოდან დაამაგრეთ ბინტით, ასევე, შეახვიეთ შარფით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს, კომპრესი გაიჩერეთ მთელი ღამით.
  2. აურიეთ 1 წილი თალი, 1 წილი მდოგვი და 3 წილი კაფურის ზეთი. წაუსვით მიღებული მასა კომბოსტოს ფურცელს და მიიდეთ სახსარზე. დაიმაგრეთ ბინტით, გაიჩერეთ 4 საათით.
  3. გარეცხეთ ფოთოლი, გააშრეთ პირსახოცით. ოდნავ დაბეგვეთ - ფურცელი გამოჰყოფს წვენს. მიიდეთ ანთებულ სახსარზე, შეიხვიეთ ცელოფნით, დაიმაგრეთ ბინტით და გაითბეთ პირსახოცით.
  4. დანაყეთ 2 აბი ასპირინი. შეურიეთ 1 ჩ.კ. თაფლს, წაისვით მასა მტკივან სახსარზე, დაიდეთ კომბოსტოს ფურცელი და შეიხვიეთ.
მკურნალობის პროცესში იზრუნეთ კანის ჰიგიენაზე! დაიბანეთ მონაკვეთი, რომელსაც დამუშავება სჭირდება, ანტისეპტიკით. ასე დერმა არ გაწითლდება და არც ქავილის შეგრძნება გაგიჩნდებათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.