ინგრედიენტები: 4 ულუფა:
- კომბოსტო - 8 ფურცელი
- ლორი - 8 ნაჭერი
- კვერცხი - 2 ცალი
- ყველი - 8 ნაჭერი
- დაფხვნილი ორცხობილა - 100 გრ
- პამიდორი - 4 ცალი
- ზეთი - 100 გრ
- ნიორი - 2 კბილი
- დაფქული შავი პილპილი
- მარილი
მომზადების წესი:
- კომბოსტოს ფურცლები გათუთქეთ მარილწყალში. ლორის ნაჭრები შეწვით. კვერცხს შეურიეთ 2 ს/კ. წყალი და ათქვიფეთ.
- კომბოსტოს ფურცლებს მოაცილეთ უხეში ადგილები. თითოეულ ფურცელზე მოათავსეთ ლორი და ყველი, მოაყარეთ პილპილი და კონვერტისებურად გადაახვიეთ.
- შნიცელი ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხსა და დაფქვნილ ორცხობილაში და შეწვით. პამიდორი დაჭერით სქელ რგოლებად.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ დანაყილი ნიორი და შეწვით პამიდორი. გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით ტაფაში დარჩენილი წვენი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გვერდით დაუდეთ შნიცელი. შეგიძლიათ, გააფორმოთ მწვანილით.