» » » მარტივი და ორიგინალური საახალწლო დეკორაცია მაკრატლის რამდენიმე მოძრაობით

მარტივი და ორიგინალური საახალწლო დეკორაცია მაკრატლის რამდენიმე მოძრაობით

ჩვენს ქვეყანაში თოვლი ყველგან არ მოდის, ამიტომ საახალწლო განწყობის შექმნა სხვა გზებით გვიწევს.



ლამაზი, მოცულობითი ფიფქი
ჩვენი მასტერ-კლასისთვის დაგჭირდებათ 1 თეთრი ქაღალდი და ფურცლების განსაზღვრული რაოდენობა, თუმცა კრეატიულობა - ინდივიდუალურია, ყველას შეუძლია, ფერი დეკორაციისთვის თავად შეარჩიოს.

დაგჭირდებათ
  • 6 კვადრატული ქაღალდის ფურცელი
  • მაკრატელი
  • ფანქარი
  • სახაზავი
  • წებო


  1. აიღეთ პირველი ფურცელი და გადაკეცეთ დიაგონალში.


    ახლა კიდევ ერთხელ გადაკეცეთ დიაგონალში. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია! დარწმუნდით, რომ ყველა ნაკეცისწორია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული თქვენი ფიფქის ფორმა.


  2. აიღეთ სახაზავი და ფანქარი, რათა დახაზოთ მიღებული სამკუთხედი. გამოტოვეთ 1სმ ნაკეციდან. ხაზების რაოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მათ სისქესა და სამკუთხედის ზომებზე. ჩვენ გავაკეთეთ 1სმ-იანი 6 ზოლი.


  3. მაკრატლით გაჭერით ქაღალდი ნახაზების მიხედვით.


  4. წაშალეთ ფანქრის კონტურები და გაშალეთ სამკუთხედი. ხედავთ? უკვე რაღაც გამოდის. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ფურცლებზეც.


  5. ახლა შიდა ზოლებით უნდა დაიწყოთ, შეაწებოთ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კუთხეები ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


    კარგად დააჭირეთ ქაღალდს და აცადეთ წებოს გაშრობა. კომფორტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფანქარი, რათა ქაღალდი არ დაიკეცოს.


  6. ახლა გადააბრუნეთ ფიფქი და გაიმეორეთ იგივე შემდეგ ზოლზეც.

    ისევ გადააბრუნეთ ფურცელი და აიღეთ მესამე ზოლი. გააგრძელეთ გადაბრუნება და დაწებება, სანა ზოლები არ დამთავრდება. საბოლოოდ ასეთი ლამაზი ფიგურა უნდა გამოგივიდეთ.


  7. გააკეთეთ ასეთი ფიგურები დარჩენილი ფურცლებისგანაც.


  8. შეკრიბეთ ისინი ერთად. დაალაგეთ ფიგურები წრეზე, მიაწებეთ ერთმანეთს და დააჭირეთ მანამ, სანამ წებო არ გაშრება.


    ასეტი ფიგურები მიყოლებით დააწებეთ ერთმანეთს წრეზე, მიიღებთ ფიფქს.

მიამაგრეთ ძაფი და დაკიდეთ სასურველ ადგილას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.