» » » ორიგინალური საყვავილე თქვენი სუკულენტებისა და კაქტუსებისათვის

ორიგინალური საყვავილე თქვენი სუკულენტებისა და კაქტუსებისათვის

ოქროსფერი საღებავით საყვავილე კონტეინერების დეკორირებისათვის დაგჭირდებათ: თეთრი ან ნებისმიერი სხვა შეფერილობის კონტეინერები, ოქროსფერი საღებავი, ფუნჯი, ღრუბელი, მაკრატელი, სახაზავი, ფანქარი, წებოვანი ლენტი, სპირტი და ჩვარი.
კონტეინერის გარეთა კედლები კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და დაელოდეთ გაშრობას.
წინასწარ განსაზღვრეთ, თუ როგორი სახის ხაზების დახატვა გსურთ, დიაგონალურის, ჰორიზონტალურის თუ ვერტიკალურის. შესაძლებელია წერტილოვანი მოხატვაც. ნებისმიერ შემთხვევაში, კონტეინერი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე. სახაზავით გადაზომეთ ხაზებს ან წერტილებს შორის სასურველი დაცილებები და ფანქრით დაიტანეთ წერტილოვანი მონიშვნები.
წებოვანი ლენტი მჭიდროდ და სიმეტრიულად დააწებეთ ფანქრის ნიშნულებზე, ფუნჯით შეღებეთ კონტეინერის გარეთა ზედაპირი და დადგით ხელუხლებლად გასაშრობად.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ წერტილოვანი მოხატვა, მაშინ ღრუბლისგან გამოჭერით სასურველი ზომის წრიული შტამპი და ფანქრით გაკეთებულ ნიშნულებზე მოხატეთ წრეები.
ოქროსფერი საღებავის საბოლოოდ გაშრობის შემდეგ, ქოთნების საბოლოოდ გაშრობის შემდეგ, ქოთნების ზედაპირიდან მოხსენით წებოვანი ლენტი. მზა კონტეინერებში ჩაყარეთ სადრენაჟო ფენა, ჩაყარეთ სასურველი მიწის სუბსტრატი, ჩარგეთ სუკულენტები, კაქტუსები ან სხვა მწვანე სახეობები, ხოლო მათი ზედაპირი გააფორმეთ თეთრი შეფერილობის ზღვის კენჭებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.