» » » როგორ შევარჩიოთ მოდური თმის ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით: რჩევები საუკეთესო პარიკმახერებისთვის

როგორ შევარჩიოთ მოდური თმის ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით: რჩევები საუკეთესო პარიკმახერებისთვის

მოდური ვარცხნილობა - ახალგაზრდული და თანამედროვე სახის გარანტიაა. როგორც ცნობილია, მოდის დევნა არ ღირს, რადგან უფრო მეტ როლს გარეგნობის ინდივიდუალური მახასიათებლები თამაშობს, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ვარცხნილობის ხელოვნების ოსტატები გვირჩევენ ყურადღება სახის ფორმას მიაქციონ, შემდეგ კანის ფერს, თვალს და თმას. შემდეგ უკვე ზრდა და მოცულობა მოდის. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით ნებისმიერი ტრენდი თქვენს გარეგნობას ჰარმონიულად შეერწყმება. 

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ შეარჩიოთ ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით, ან რისი შეჭრა არ ღირს არასდროს. 



ვარცხნილობები სახის ფორმის მიხედვით

1. ოვალური ფორმა

სახის ოვალური ფორმა ეტალონად ითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ვარცხნილობა მოგიხდებათ. თხელი თმებისთვის უმჯობესია მრავალ ფენად აჩეხილი და მხრებამდე სწორად შეჭრილი ვარცხნილობა აირჩიოთ. 

თუ მაღალი შუბლი გაქვთ, სწორი ჩოლკა შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. თუ დაბალი შუბლი გაქვთ, სწორ ვარცხნილობა სჯობს არ აირჩიოთ. ასევე 



2. მრგვალი ფორმა

თუ თქვენ მიმზიდველი ლოყები გაქვთ, აირჩიეთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც თქვენ სახეს მაქსიმალურად ოვალურ ფორმას მისცემს. თუ თმები გეხვევათ, უმჯობესია თმები გაიზარდოთ და მოკლე ვარცხნილობაზე ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ. ჩოლკა არ შეიჭრათ. თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ გრძელი ჩოლკა შეიჭრათ. გრძელი თმები დაუდევარი ფორმით სახეს ვიზუალურად წევს. ასევე დაგრძელებული კარე მოგიხდებათ. 



3. ოთხკუთხედი ფორმა

ოთხკუთხედი ფორმის მქონე ადამიანებს შუბლი, ყვა და ყვრიმალი ერთნაირი სიგრძის არის, თმის ზრდის ხაზი პრაქტიკულად სწორია. თქვენი ამოცანაა - კვადრატული ფორმა შეარბილოთ. უმჯობესია ასიმეტრიული ვარცხნილობა და ჩოლკა აირჩიოთ. გრძელი თმები უფრო კარგად გამოჩნდება, თუ შეიკრავთ. 

მოკლე ვარცხნილობები მაქსიმალურად მოცულობითი და ასიმეტრიული უნდა გააკეთოთ. ხოლო სწორი თმის ვარცხნილობა, ღია შუბლი, ძალიან მოკლე ვარცხნილობა, უკან გადაწეული თმები, სქელი ჩოლკა უმჯობესია მათზე უარი თქვათ. 



4. სამკუთხედი ფორმა

ასეთი ფორმის ადამიანებს შუბლი და ყბა ნიკაზე ბევრად ფართო აქვთ. მათთვის საუკეთესო ვარიანტია ტრაპეციულად აჭრილი თმები, კულულები და კარე. საუკეთესო სიგრძეა დაგრძელებული კარე, კისრის შუამდე და მხრებამდე ვარცხნილობები. 

სახის პროპორციები რომ დააბალანსოთ, საჭიროა დამატებითი მოცულობა შექმნათ. კულულები და ხვეულები ოპტიმალური ვარიანტია. უკან ხვოსტის, მოკლე ჩოლკის, ძალიან მოკლე ვარცხნილობების გაკეთებაზე უარი თქვით.



თქვენი პარიკმახერის მთავარი ამოცანაა - სახის პროპორციის დაბალანსება. ასევე ფიგურის განსაკუთრებულობაც უნდა გაითვალისწინოთ. დაბალი სიმაღლის ქალებისთვის გრძელი და ძალიან გრძელი თმები რეკომენდებული არაა, ასე ვიზუალურად კიდევ უფრო დაბალი გამოჩნდებით, ამიტომ კარე საუკეთესო ვარიანტია. ხოლო დიდი მკერდის ქალებისთვის მოცულობითი ფენები არის აუცილებელი. 

თქვენ ვარცხნილობის არჩევის დროს სახის ფორმას ითვალისწინებთ? გვიამბეთ კომენტარებში და საინტერესო სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.