» » » ქალური ჯანმრთელობა: 7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია მის შესანარჩუნებლად

ქალური ჯანმრთელობა: 7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია მის შესანარჩუნებლად

ბავშვებმაც კი იციან, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება ადამიანის ცხოვრებასი. სწორად შერჩეული პროდუქტით შესაძლებელია წონაში დაკლება, სისხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება, დაავადებების გაჩენის აღკვეთა.

სასარგებლო პროდუქტი ინტიმური ჯანმრთელობისთვის
სწორი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, ვინაიდან მათი მისიაა ბავშვის მუცლით ტარება და გაჩენა. სხვათაშორის, თუ რეპროდუქციული ფუნქცია ამ მომენტისთვის თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ, მაინც, სასურველია იმის ცოდნა, თუ რომელი პროდუქტია ყველაზე სასარგებლო ინტიმური ჯანმრთელობისთვის.

  1. ბროკოლი


    აქვე ვახსენებთ სხვა კომბოსტოსმაგვარ სახეობებს(ბრუსელის და ყვავილოვანი კომბოსტოები), რომლებიც შესანიშნავად მოქმედებს კიბოს უჯრედების გაჩენის წინააღმდეგ. ერთი ფინჯანი ბროკოლი,
    მაგალითად, შეიცავს ადამიანისთვის ვიტამინ С-ს დღიურ ნორმას. იგი, ასევე, შეიცავს ვიტამინ A-საც.

  2. თხილი
    ქალური ჯანმრთელობა: 7 პროდუქტი, რომლებიც აუცილებელია მის შესანარჩუნებლად

    იგი შეიცავს ნახშიწყლებს, A, E და B ჯგუფის ვიტამინებს, პოლიჯერად ცხიმოვან მჟავებს, რთულ ცილებს. ამის წყალობით, თხილეული მნიშვნელოვანია მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებისა და ჰორმონალური ბალანსის დაცვისთვის.

  3. გრეიფრუტი


    C ვიტამინით მდიდარი ხილი ზრდის იმუნიტეტს, გვეხმარება ცხიმების წვასა და დაღლილობასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოცვლას, აქვს სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო ეფექტი.

  4. ისპანახი


    და მსგავსი მწვანილი - სალათის ფოთლები, ოხრახუში, კამა შესანიშნავად ებრძვიან დაბერებას. ისპანახი, მაგალითად, დიდი რაოდენობით ცილას, ვიტამინებს, მიკროელემენტებსა და ცელულოზას შეიცავს. იგი დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება და მოუხდება მათ, ვინც წონას უჩივის.

  5. ჭარხალი


    ეს ბოლქვოვანი მცენარე მდიდარია კალიუმით, რკინით, მაგნიუმით, იოდით, ფოლიუმის მჟავითა და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით. ერთად ისინი ებრძვიან კიბოს უჯრედებსა და ანთებებს. ასევე, ჭარხლის წვენი კარგად ამცირებს მაღალ წნევასაც.

  6. ლურჯი მოცვი


    კენკრას სუპერ ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. იგი ამცირებს გულის დაავადებების, ართრიტისა და დიაბეტის რისკს, ხელს უწყობს ტვინის ცხოველქმედებას.

  7. მაწონი

როგორც ნებისმიერი ფერმენტირებული რძის პროდუქტი, მათ შორის, კეფირი, მაწონიც შეიცავს ჯანსაღ "პრობიოტიკებს" - ბაქტერიბეს, რომლებსაც ორგანიზმის დაცვის თვისება აქვთ. ასევე, ისინი გეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარეგულირებაში, კუჭის წყლულისა და ვაგინალური ინფექციების შემცირებაში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.