ქლიავის სარგებელი ჯანმრთელობაზე
ქლიავის გასაოცარ თვისებებზე ჯერ კიდევ ძვ.წ. 479 წელს წერდნენ. ქლიავის ხე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩინურ მითოლოგიაში. იგი ასოცირდება სიბრძნესთან და ნეფრიტზეცაა გამოსახული. სამურაები იაპონურ ქლიავის მწნილს დაღლილობასთან საბრძოლველად იყენებდნენ.
ითვლება, რომ ქლიავი იყო პირველი ხილი, რომელიც ადამიანმა მოიყვანა. პომპეუსმა ძვ.წ. 65 წელს ცისფერი ხილი რომში წარმოადგინა, ალექსანდრე მაკედონელმა კი იგი ხმელთაშუაზღვაში ჩამოიტანა.
ქლიავი და ჯანმრთელობა
- გულის დაცვა
მწიფე, საშუალო ზომის ქლიავი შეიცავს 113 მგ კალიუმს, რომელიც არეგულირებს მაღალ წნევას და ამცირებს ინსულტის რისკს. - საჭმლის მონელება
ქლიავი საკვები ბოჭკოების - სორბიტისა და იზატინის - წყაროა, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ისინი სტაბილურად მოქმედებს, ასტიმულირებს სითხის გამოყოფას ნაწლავებში, ეფექტურად გამოყოფს ნარჩენებს მსხვილი ნაწლავიდან. - კიბოს პროფილაქტიკა
კვლევებმა აჩვენა, რომ ქლიავი შეიცავს ორჯერ მეტ პოლიფენოლურ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე პოპულარული ნექტარინი და ატამი. ანტიოქსიდანტები აუცილებელია უჯრედების დასაცავად თავისუფალი რადიკალებისგან.
ლურჯი-მოწითალო პიგმენტი ანტოციანი ქლიავის შემადგენლობაში - ასევე, ანტიოქსიდანტია. იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და კიბოს რისკს. საკმარისია დღეში 2-3 ქლიავის მირთმევა ორგანიზმის საჭირო ანტიოქსიდანტების გასაჟღენთად. - ძვლების გამაგრება
ქლიავი შეიცავს კოფეინის მჟავასა და რუტინს, რომლებიც ხელს უშლის ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის გაუარესებას და ამცირებს ქალებში ოსტეოპოროზის რისკს კლიმაქსის დროს და შემდეგ. ახალი ქლიავის ან ჩირის მირთმევა აღადგენს და აძლიერებს იმ ძვლებსაც კი, რომლებიც უკვე დაზიანდა ქალური ჰორმონების უკმარისობისა და დაბერების პროცესის შედეგად. - დიაბეტის პროფილაქტიკა
ქლიავს დაბალი გლიკემური ინდექსი აქვს, ამიტომ მისი მირთმევა დაგეხმარებათ შაქრის დონის კონტროლში და შეამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენის რისკს. - დახმარება წონაში დასაკლებად
დიეტის დროს ქლიავი აუცილებლად უნდა მიიღოთ. ერთ მომცრო ნაყოფში 30 კალორიაა! ქლიავის სარგებელი ორგანიზმისთვის უდავოა განტვირთვის დღეებში: 2-3 დღის მანძილზე უნდა მიირთვათ მხოლოდ მწიფე ქლიავი ნებისმიერი რაოდენობით და დალიოთ წყალი. ყველამ, ვინც ასეთ დიეტას იცავდა, შეძლო 2-5 კგ-ს დაკლება. - ბრძოლა სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან
ქლიავის ექსტრაქტით მკურნალობა ანადგურებს კიბოს უჯრედების ყველაზე აგრესიულ ფორმებს. ამასთან, მეზობელი ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდება ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც კლავს ყველა უჯრედს, განურჩევლად. ქლიავის ექსტრაქტი მოქმედებს მხოლოდ ავთვისებიან უჯრედებზე. - მეხსიერებისა და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება
ქლიავი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც, როგორც კვლევებმა აჩვენა, ანელებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. სასარგებო ფიტონუტრიენტები, რომლებიც ქლიავშია, გვეხმარება ანთების შემცირებაში ტვინის არეში, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და შესწავლაზე. - ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება
ქლიავი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც სწრაფად გადასცემს ნერვულ იმპულსებს და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს დარღვევების გარეშე. ამინომჟავა ტრიფტოფანი სეროტონინის საკვები წყაროა - ესაა ბედნიერების ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილის, მადისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში. - იმუნიტეტის გაძლიერება
ქლიავში დიდი რაოდენობით C ვიტამინია, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემისა და ინფექციების მიმართ რეზისტენტულობის გასაძლიერებლად. - შფოთვის მოცილება
ქლიავის რეგულარული მოხმარება ხსნის შფოთვის მდგომარეობას. მეცნიერებმა ქლიავში აღმოაჩინეს დამამშვიდებელი თვისება ქლოროგენული მჟავისა. დამტკიცებულია ქლიავის სარგებელი ადამიანისთვის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია მომატებულ შფოთვასთან. - ფეხმძიმობის დროს
ქლიავი სასარგებლოა ფეხმძიმობის დროს, მასში არსებული ვიტამინებისა და მინერალების გამო. ეს კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვაქნია თვალების, ძვლებისა და ქსოვილის განვითარებისთვის ნაყოფში, დედაში უჯრედების ჯანმრთელობისათვის. საფეხმძიმო დიეტაში ქლიავის ჩართვა ებრძვის სხვადასხვა ინფექციებს და კარგად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, ფრთხილად შარჩიეთ მაღაზიის ქლიავის წვენი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს ხოლმე.
მაისიდან სექტემბრამდე ქლიავი საუკეთესო სახითაა ხელმისაწვდომი. შეარჩიეთ მაძღარი ლურჯი ფერის ქლიავი თეთრი ნალექით - ეს იმას ნიშნავს, რომ ხილი დამუშავებული არაა. მოერიდეთ დახეთქილ ქლიავს, ნაოჭებით, ლაქებითა და სხვა დაზიანებებით. დაჭერისას ქლიავის კანი მკვრივი უნდა იყოს.