» » თეთრი ოქრო: რა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ ნაჭერ ნაღების კარაქს დღეში

თეთრი ოქრო: რა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ერთ ნაჭერ ნაღების კარაქს დღეში

ბოლო დროს ნაღების კარაქმა დაკარგა თავისი პოზიცია საკვებ პროდუქტს შორის. ამბობენ, რომ მასში ბევრი ქოლესტერინია, იგი ფიგურას ვნებს და ა.შ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკვებია ტიბეტის მცხოვრებთათვის, თქვენ კი, დიდი ალბათობით, გეცოდინებათ იქაურების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შესახებ.



რეალურად, ნაღების კარაქის სარგებელი ჩვენს ორგანიზმზე ძალიან დიდია, თუმცა, არაკეთილმოსურნე მწარმოებლები მასში მცენარეულ ცხიმებს უმატებენ ან, საერთოდ, მის ნაცვლად ჩვეულებრივ მარგარინს ყიდულობენ, ამრიგად, ამ პროდუქტმა მოიპოვა დაუმსახურებელი გულისწყრომა.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ იგი სწორად.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ნაღების კარაქი
  1. გაიგეთ, როგორია კარაქისთვის დამახასიათებელი სახელმწიფოებრივი სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, ხოლო როგორია - მარგარინისთვის. თუ კარაქზე მარგარინის სტანდარტს ამოიკითხავთ, არ შეიძინოთ იგი.
  2. კარაქი მაღაზიაში არაუმეტეს 6 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. შენახვის ვადა არ უნდა აჭარბებდეს 30-35 დღეს. თუ პროდუქტი უფრო მეტხანს ინახება, მასში ნამდვილად დაუმატეს სპეციალური კონსერვანტები.


  3. მიანიჭეთ უპირატესობა ფოლგის შეფუთვას და არა ქაღალდისას. სინათლეზე კარაქი ყვითლდება, კარგავს Aვიტამინს. ფოლგის შეფუთვა ხელს უშლის ამ პროცესს.
  4. ასაწონი კარაქის შეძენისას ბაზარზე არ მოგერიდოთ მისი გასინჯვა. იგი სწრაფად უნდა დნებოდეს პირში და არ უნდა ეცხობოდეს კბილებს, როგორც ამას მარგარინი "აკეთებს". ასევე, ყურადღება მიაქციეთ ჩაჭრის ადგილსაც: იგი მშრალი, მჭიდრო, ელვარე და უმარილო უნდა იყოს.
  5. კარაქს უნდა ჰქონდეს ოდნავ მოყვითალო ელფერი, ზამთარში კი ნატურალური კარაქი უფრო ღიაა, ზაფხულში - მუქი. ეს ბალახის ხარისხთანაა დაკავშირებული, რომელსაც ცხოველებს აჭმევენ. თუმცა, იგი არ უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი.
  6. ნატურალური ნაღების კარაქი მარტივად ისმება პურზე. თუ იგი ტყდება, ესე იგი მასში ბევრი წყალია.


  7. სასინაო პირობებში ჩაატარეთ ექსპერიმენტი: მოათავსეთ 1 ნაჭერი კარაქი ცხელ წყალში. ხარისხიანი კარაქი ერთგვაროვნად დადნება, ყალბი კი პატარა ნამცეცებად დაიშლება.
კარაქის სასარგებლო თვისებები
  1. ნაღების კარაქი - A ვიტამინის ყველაზე მარტივად ათვისებადი წყარო, რომელიც აუცილებელია თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის.
  2. კარაქის მოხმარება არ გამოიწვევს ჭარბ წონას. მის შემადგენლობაშია ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება ენერგიად და არა ცხიმოვან მარაგად. კარაქის მოხმარების შემდეგ ჩნდება დანაყრების გრძნობა. შიმშილის გრძნობა მცირდება, ესეიგი - ცოტას შეჭამთ.


  3. ნაღების კარაქი იოდის შესანიშნავი წყაროა, რომლის უკმარისობაც ჩიყვს იწვევს.
  4. ნაღების კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას. იგი ამცირებს ბავშვებში დიარეისა და უფროსებში - ყაბზობის სიხშირეს.
  5. ადამიანები, რომლებიც კარაქს მოიხმარენ, ნაკლებად ექვემდებარებიან ინფარქტის რისკს.


  6. კარაქის ცხიმოვანი მჟავები ამარტივებს ისეთი აუცილებელი ვიტამინების შეწოვას, როგორებიცაა A, E, D და K. საკვების მომზადებასაც კი გვირჩევენ კარაქზე და არა მზესუმზირის ზეთზე. იმისათვის, რომ კარაქი არ ამწარდეს, დაუმატეთ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
  7. კარაქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ამცირებს კიბოსა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.