» » » ინდუსები მას "თხევად ოქროს" უწოდებენ, მე კი მისგან ასაკიანი კანისთვის ძლიერ ნიღაბს ვამზადებ

ინდუსები მას "თხევად ოქროს" უწოდებენ, მე კი მისგან ასაკიანი კანისთვის ძლიერ ნიღაბს ვამზადებ

ნაღების ერბო-კარაქის სარგებელი უდავოა. მას ყიდიან მაღაზიებში, არეკლამებენ სოც.ქსელებში და გვიყვებიან მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ერბო რაღაც ახალი არაა - იგი თითქმის ყველა ინდური კერძის ძირითადი ინგრედიენტია უკვე ათას წელზე მეტია, ასევე, სწორედ ერბოა ტრადიციული სამედიცინო სისტემის, აიუვერდეს პოპულარული ელემენტი.

გხის(სანსკრიტულ ენაზე - ერბო) ნელი გათბობისა და წყლის, რძის ცილებისა და შაქრის ამოღების გზით მიიღებენ. დნობის დროს, პროდუქტი რამდენჯერმე უფრო სასარგებლო ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი კარაქი.



მშრალი კანის მოვლა
გხის უწოდებენ "თხევად ოქროს" და ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო საშუალებად თვლიან. კოსმეტოლოგიაში ერბოს სამეფო კარაქს მშრალი და გაუწყლოებული კანის დასატენიანებლად, ნაოჭებისა და შრამების მოსაშორებლად, აქერცვლისა და სხვა დეფექტების შესაჩერებლად იყენებენ. გხის კარაქს უმატებენ კონდიციონერებს, ბალზამებს, იყენებენ ტუჩის ჰიგიენური პომადის სახით, ამზადებენ მისგან კრემებსა და სახის მკვებავ ნიღბებს.



ასეთი ნიღბის მომზადება საშინაო პირობებში ძალიან მარტივია. ეფექტურობით იგი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სხვა ანტიასაკობრივ საშუალებებსა და პოპულარულ კოსმეტიკურ პროცედურებს. ასეთი ნიღბის დახმარებით, 30 წლის შემდეგ კანის მოვლა სრულყოფილი იქნება და შედეგიც აუცილებლად გაგახარებთ.

ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. შვრიის ფქვილი
  • 1 ს.კ. ოხრახუშის თბილი ნაყენი
  • 2 ჩ.კ. თხევადი ერბო
მომზადება და გამოყენება
  1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ ოხრახუშის მყარი ნაყენი. დაჭერით ერთი კონა მწვანილი ღეროებიანად, დაასხით ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ თერმოსში მთელი ღამით.


  2. შვრიის ფქვილი, შეგიძლიათ, შეიძინოთ მაღაზიაში ან დააფქვიოთ შვრიის ფანტელები პუდრის მიღებამდე.


  3. დაუმატეთ შვრიის ფაფას 1 ს.კ. ოხრახუშის ნაყენი, ურიეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე. გაათბეთ 2 ჩ.კ. გხის ზეთი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე და დაუმატეთ მასაში.



  4. თუ მასა ცხელია, გააგრილეთ სასიამოვნო ტემპერატურამდე და წაისვით გაწმენდილ სახეზე. გაიჩერეთ 20-30 წუთით, ამასთან, კარგი იქნება წამოწოლა და მოდუნებაც. პროცედურის ბოლოს ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და დატკბით შედეგით.



    ასეთი ნიღბის მაცივარში შენახვა დაშვებულია მხოლოდ 2 დღის მანძილზე, სუფთა, წინასწარ გასტერილებულ თავსახურიან ქილაში. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-3ჯერ.


გხის ზეთს ისეთივე სასარგებლო თვისებები აქვს, როგორიც ქოქოსისას. იგი იდეალურად ატენიანებს კანს, კვებავს მას ვიტამინ A და E-თი, ანიჭებს სირბილესა და ხავერდის ეფექტს. რამდენიმე სეანსის შემდეგ შეამჩნევთ, რომ წვრილი ნაოჭები ჩალაგდა, კანის ტონი კი გათანაბრდა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.