» » » როგორ მოვამზადოთ გემრიელი და არომატული ნაყინი სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ გემრიელი და არომატული ნაყინი სახლის პირობებში

ნაყინი შეიძლება დამზადდეს რძისა და ნაღებისგან, აგრეთვე ხილ-კენკრის სიროფებისგან. ნაღების ნაყინი მზადდება ნაღებისა და შაქრის ნარევისგან, ნაღების ნაცვლად შეიძლება ავიღოთ რძისა და კვერცხის (გოგლიმოგლის) ნარევი.
ნაღების ნაყინი მზადდება ცუკატების, ქიშმიშის, ნუშის, ნიგვზის,არაქისის, შოკოლადის, კაკაოს, ყავის, ვანილისა და სხვა ამგვარი პროდუქტების შერევით, რომლებიც ნაყინს სასურველ ფერსა და არომატს აძლევენ.
დღეს გაგიზიარებთ ორი უგემრიელესი ნაყინის რეცეპტს.

ნაღების ნაყინისათვის მასალა მზადდება შემდეგნაირად: კარგად ალესილი გოგლიმოგლი ჩავლესოთ ნაღებში ან ცხელ რძეში; შემდეგ სწრაფად ვურიოთ და თან გავაცხელოთ დაახლოებით 70-80 გრადუსამდე. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ადუღდეს, თორემ აიჭრება და გასაყინად აღარ გამოდგება.

ნაყინი ატმით

მასალად საჭიროა:
  • ნაღების ან რძის ნაყინი - 600 გრამი
  • ატამი - 5-6 ცალი
  • ნუში ან ნიგოზი - 100 გრამი

    დამზადების წესი:
    ახალი ან დაკონსერვებული ატმის ნაჭრები ძალიან წვრილად დავჭრათ. ნუშის ან ნიგვზის ლებნებს მოვასხათ მდუღარე წყალი, მოვაცილოთ კანი, დავყაროთ ტაფაზე, ოდნავ მოვზილოთ ნელ ცეცხლზე და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. უკვე დამზადებულ და გაყინულ ნაღებში ჩავყაროთ ატისა და ნუშის ნაჭრები და ვურიოთ. ნაყინის რგოლები დავაწყოთ პატარა ლარნაკებზე და ზედ ერთ ფენად მოვაყაროთ ატმის ნაჭრები, შემდეგ კი მოხალული ნუშის ან ნიგვზის პატარა ნამცეცები.

    ლიმონის ნაყინი

    ინგრედიენტები:
  • ლიმონი - 6 ცალი
  • შაქარი - 400 გრამი

მომზადების წესი:
ლიმონის ნაყინი კეთდება ისეთივე წესით, როგორც სხვა სახის ნაყინი, მხოლოდ ემატება წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ლიმონის კანი. კანის ნაცვლად შეიძლება ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ლიმონის ცუკატი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.