» » » გიზიარებთ ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც 47 წლის ასაკში მეხმარება, გამოვიყურებოდე 15 წლით ახალგაზრდასავით

გიზიარებთ ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც 47 წლის ასაკში მეხმარება, გამოვიყურებოდე 15 წლით ახალგაზრდასავით

ორგანიზმში ვიტამინი E-ს უკმარისობა დაუყოვნებლივ აისახება ჩვენს გარეგნობაზე: ჩნდება ნაოჭები და გამონაყარი, კანი იწყებს აქერცლვას, ტუჩები - დახეთქვას.



ქალბატონები, რომლებმაც იციან ტოკოფეროლის ძალის შესახებ, ხშირად იყენებენ მას სახის მოსავლელად, იღებენ შინაგანადაც, რათა ასაკობრივ ცვლილებებს შეუშალონ ხელი.

სახის ნიღბები E ვიტამინით
ვიტამინი E შედის თითქმის ყველა კრემის შემადგენლობაში, რომლებიც ანელებს კანის დაბერებას. რატომ არ უნდა გამოიყენოთ იგი საშინაო პირობებში? ახალ, ნატურალურ პროდუქტში საკმარისი რაოდენობით ვიტამინია, რათა შეძლოთ კანის ფენებში უჯრედების გამოკვება, თუმცა, ხანდახან ძალიან სასარგებლო იქნება, თუ გაიკეთებთ ნიღბებს ვიტამინების უფრო კონცენტრირებული შემცველობით.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ E ვიტამინის შემცველ ნიღბებს.


ბანანის ნიღაბი E ვიტამინის კაფსულებით
ინგრედიენტები
  • 2 ს.კ. ბანანის პიურე
  • 5-8 კაფსულა ვიტამინი E
შეურიეთ ინგრედიენტები და წაისვით სუფთა კანზე 30 წუთით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.



კვერცხის ნიღაბი E ვიტამინით
ინგრედიენტები
  • 1 კვერცხის გული
  • 3-5 კაფსულა E ვიტამინი
შეურიეთ კვერცხის გული E ვიტამინს, წაისვით სახის, კისრისა და დეკოლტეს სუფთა კანზე 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


გაიკეთეთ ვიტამინური ნიღბები ყოველ საღამოს 10 დღის მანძილზე, შემდეგ კი ყოველ მეორე დღეს. თქვენი კანი სულ უფრო გლუვი, მკვრივი და ჯანმრთელი გახდება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.