» » » ყველას უკვირს, რატომ გამოვიყურები ასე ახალგაზრდად 50 წლის ასაკში. საიდუმლო ძალიან მარტივია.

ყველას უკვირს, რატომ გამოვიყურები ასე ახალგაზრდად 50 წლის ასაკში. საიდუმლო ძალიან მარტივია.

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) - აუცილებელი კომპონენტი სახის კანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ორგანიზმში მოხვედრისას ტოკოფეროლი, იგივე E ვიტამინი სტიმულირებს უჯრედების რეგენერაციისა და განახლების პროცესს, რის შედეგადაც ნელდება დაბერების პროცესი, მცირე ზომის ნაოჭები გლუვდება და სახის კანი იჭიმება. ამ თვისებების გამო, ძალიან ხშირად მას ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინადაც მოიხსენიებენ.



განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელი E ვიტამინი ქალბატონების ჯანმრთელობისთვისაა. მას აქვს სასარგებლო გავლენა ქალბატონის ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აგლუვებს ნაოჭებს, არეგულირებს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ანიტრალებს მავნე ქიმიკატების უარყოფით გალვენას და აძლიერებს იმუნიტეტს.



დღევანდელ სტატიაში მინდა მოგითხროთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ E ვიტამინი სახლის პირობებში სახის კანის გასაახალგაზრდავებლად. თუ E ვიტამინის საკმაოდ იაფ ამპულებს აფთიაქში შეიძენთ და მათ სპეციალურ, ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარ ნიღბებში ჩაამატებთ, მიიღებთ საშუალებას, რომელიც საკუთარი ეფექტურობით აღემატება ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდქტებსა და პროცედურებს.

E ვიტამინი კანისთვის

მოცემული ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში უარყოფითად ისახება ჩვენს გარეგნობაზე: ჩნდება ნაოჭები და გამონაყარი, კანი დუნდება, იქერცლება, ხოლო ტუჩები - იბზარება.



აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ის ფაქტი, რომ ვიტამინების საკმაოდ დიდი ნაწილი კანს სისხლიდან მიეწოდება, რაშიც მნიშვნელოვან როლს იღებს საჭმლის მომნელებელი სისტემაც. სწორედ ამიტომ, სპეციალური კაფსულების შეძენამდე აუცილებელია კვების რაციონის გამდიდრება ისეთი პროდუქტებით, რომლებიც დიდი რაოდენობით E ვიტამინს შეიცავს.



იმისათვის, რომ მოცემული ვიტამინის სარგებელი მაქსიმუმამდე გავზარდოთ, ის უნდა მივიღოთ დღის პირველ ნახევარში ცხიმიან საკვებთან ერთად. კაფსულის შინაგანად მიღებისას თქვენ შეგიძლიათ დააყოლოთ მას მხოლოდ წყალი. ყავამ, ჩაიმ, რძემ ან სხვადასხვა წვენებმა შეიძლება შეაფერხოს ვიტამინის ათვისების პროცესი. რა თქმა უნდა, ვიტამინების მიღების კურსის დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ E ვიტამინი აბსოლიუტრად ყველა ძვირადღირებული და ეფექტური კოსმეტიკური კრემების შემადგენლობაში შედის, რადგან ის აუცილებელია კანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნატურალური პროდუქტი შეიცავს E ვიტამინს, ხშირად ჩვენ მაინც ვერ ვიღებთ მას საკმარისი რაოდენობით, რის გამოც რეკომენდებულია რეგულარულად სპეციალური ნიღბების გაკეთება მოცემული ვიტამინის დამატებით.

საღის ნიღბები E ვიტამინით

თუ თქვენ 40 წელს გადააბიჯეთ, განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ამ ინფორმაციაზე. ნაადრევი დაბერების თავიდან ასარიდებლად და ნაოჭების წინაარმდეგ საბრძოვლელად დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ყველაზე ეფექტურ მეთოდს შემოგთავაზებთ. მიუხედავად იმისა, ცხიმიანი კანი გაქვთ თუ მშრალი, თითოეული ამ საშუალების დახმარებით თქვენ აღიდგენს კანის უჯრედებს, გააგლუცებთ მცირე ზომის ნაოჭებს, მოიყვანთ კანს ყონუსში, დაამარცხებთ სიყვითლეს და ა.შ.
  1. E ვიტამინის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში მოყვითალო კაფსულების სახით, რომელთა შიგნით ბლანტი კონსისტენციის სითხეა. კაფსულა შეგიძლიათ გახვრიტოთ ნემსის გამოყენებით და ჩაამატოთ თქვენ ნიღბებში უშუალოდ გამოყენებამდე ორიოდე წუთით ადრე.



  2. აფთიაქებში თქვენ მარტივად შეძლებთ ტოკოფეროლის 50%-იანი ხსნარის შეძენასაც, რომელსაც მეორენაირად ალფა-ტოკოფეროლ აცეტატს უწოდებენ. მისი გამოყენება გაცილებით მოსახერხებელია, რადგან ნემსით არაფრის დახვრეტა არ დაგჭირდებათ.



  3. თხევადი E ვიტამინის შეძენა ამპულების სახითაცაა შესაძლებელი.

გამოყენების ინსტრუქცია:
  1. სანამ E ვიტამინს ნიღაბში ჩაამატებდეთ, მცირე ოდენობით დაიტანეთ ის კანის პატარა მონაკვეთზე და დააკვირდით რეაქციას. თუ შეწითლება ან წვის შეგრძნება შეგაწუხებთ, შეკავეთ თავი მისი გამოყენებისგან.

  2. E ვიტამინის შემცველი თითოეული ნიღაბი უნდა გაიჩეროთ სახის კანზე არაუმეტეს 20 წუთისა.

  3. მას შემდეგ, რაც ნიღაბი სახის კანზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით.

  4. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ყოველდღიური კრემის გამოყენება.

  5. გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ.

  6. 10 პროცედურის შემდეგ აუცილებელია 2 თვიანი შესვნებეის გაკეთება.

ნიღბების რეცეპტები:
  1. E ვიტამინი და გლიცერინი

    ნიღაბი E ვიტამინისგან და გლიცერინისგან არაჩვეულებრვიად ატენიანებს სახის კანს. კოსმეტოლოგების რეკომენდაციით მოცემული ნარევის გამოყენება მიზანშეწონილია მშრალი კანის მქონე ადამიანებისთვის. დახვრიტეთ 10 კაფსულა ტოკოფეროლი და ჩაამატეთ ის გლიცერინის ფლაკონში (25-30 მლ). კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ მიღებული საშუალება ბნელ და გრილ ადგილზე. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით ეს საშუალება სახის კანზე თხელ ფენად.



  2. E ვიტამინი და ალოე
    ალოე ვერა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა სახის კანსითვის, რომელიც აღადგენს და ანახლებს მის უჯრედებს. თუ მასში E ვიტამინის გავურევთ, მივიღებთ საოცრად ეფექტურ საშუალებას, რომელიც არაჩვეულებრივად ატენიანებს, კვებავს და აახალგაზრდავებს სახის კანს.

    ჩაამატეთ ალოე ვერას მცირეოდენ წვენში ერთი ან ორი კაფსულა ტოკოფეროლი და კარგად გადაურიეთ. ბამბის გამოყენებით გაინაწილეთ ეს საშუალება სახის კანზე თხელ ფენად და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. ინგრედიენტები აიღეთ მხოლოდ იმ რაოდენობით, რომ გეყოთ 1 გამოყენებაზე. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ სახის კანი თბილი წყლით და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება საღამოს, დაძინების წინ.



  3. E ვიტამინი, ნატურალური იოგურტი, ლიმონის წვენი და თაფლი
    3 კაფსულა E ვიტამინი, 1 სუფრის კოვზი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთში. კარგად გადაურიეთ. ნელი წრიული მოძრაობებით გაინაწილეთ ეს მასა სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. ჩამოიბანეთ ის თბილი წყლით და წაისვით ნუშის ზეთი ან დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ აღწერილი პროცედურა კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ამ საოცრად ეფექტური ნიღბების შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.