ვიტამინი E განსაკუთრებით აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისთვის. ნამდვილად, ის პრაქტიკულად ქალის სხეულის ყველა სისტემაზე გავლენას ახდენს: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქრობს ნაოჭების ქსელს, ნორმაში მოჰყავს რეპროდუქციული ფუნქცია, ამაგრებს სისხლძარღვებს, ანეიტრალებს ქიმიკატების მოქმედებას და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, სახლის კოსმეტოლოგიაში ვიტამინი E სწორად და ეფექტურად როგორ გამოიყენოთ. რამდენიმე იაფი სააფთიაქო კაფსულას თუ ჩვენი რეცეპტით გამოიყენებთ, ძვირადღირებული საშუალებების ეფექტს მიიღებთ.
ვიტამინი E სახისთვის
ვიტამინი E-ს ნაკლებობა გარეგნობაზე მყისიერად ახდენს გავლენას: იქმნება ნაოჭები და აკნე, კანი აქერცვლას იწყებს, ხოლო ტუჩები სკდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვიტამინების ლომის წილი კანზე სისხლიდან და მონელების ორგანოების მუშაობის წყალობით ხდება. თუ თქვენ დანაკლისი გაქვთ, პირველ რიგში შეცვალეთ რაციონი, რომ ვიტამინი ორგანიზმში ნატურალური გზით საკვებიდან მოხვდეს.
E ვიტამინმა მაქსიმალური სარგებელი რომ მოგვცეს, მიიღეთ დღის პირველ ნახევარში ცხიმიან საკვებთან ერთად. ვიტამინი მხოლოდ წყალთან ერთად უნდა დალიოთ. მის ათვისებას ხელს უშლის ყავა, რძე, წვენი. ვიტამინების კურსის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.
E ვიტამინი კანის დაბერების საწინააღმდეგო თითქმის ყველა კრემის შემადგენლობაში შედის. ასე რომ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სახლის პირობებში? ახალ ნატურალურ პროდუქტებში საკმარისი რაოდენობის E ვიტამინია, მაგრამ ზოგჯერ სახეზე ვიტამინებით უფრო კონცენტრირებული ნიღბის დადება სასარგებლოა.
სახის ნიღბები E ვიტამინით
სახლის ნიღბები E ვიტამინით 40-45 წლის ქალებისთვის სასარგებლო იქნება ნაოჭებით სავსე კანის გასაახალგაზრდავებლად, ასევე პრობლემური მშრალი ან ცხიმიანი კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათი მიღების შედეგად კანი უფრო თანაბარი ხდება, სიყვითლე ქრება და ნაოჭები თანდათან ქრება.
სანამ E ვიტამინის სახლის პირობებში გამოყენების ხელოვნებას შეისწავლით, მისი ერთ-ერთი სააფთიაქო ფორმა უნდა შეარჩიოთ, თითოეული მათგანი გამაახალგაზრდავებელი ნიღბის მთავარი ნაწილი შეიძლება გახდეს.
- შეგიძლიათ შეიძინოთ E ვიტამინი ღია ფერის კაფსულებში, რომელშიც თხევადი სითხე არის. ჩვეულებრივ კაფსულას სუფთა ნემსით ხვრეტენ, სამკურნალო ზეთი გამოდის და სახლის კოსმეტიკურ ნიღბებში გამოიყენება.
- ზეთოვან 50%-იან ხსნარს სამედიცინო ენაზე ალფა-ტოკოფეროლის აცეტატს უწოდებენ. ეს სამკურნალო ფორმა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე კაფსულები, რადგან არაფრის გახვრეტა და შეკუმშვა არ გჭირდებათ.
- ტოკოფეროლი თხევადი ფორმით (კაფსულებში) ასევე ადვილი მოსახერხებელია, როგორც გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკის ნიღაბი.
გამოყენების ინსტრუქცია
თუ E ვიტამინი უკვე გაქვთ, მოამზადეთ სასწაულ მოქმედი ნიღაბი უფრო მსუბუქად და სწრაფად.
- შეძენილი ვიტამინის სითხე კანზე შეიზილეთ და რეაქციას დაელოდეთ. საშუალება შეიძლება გამოიყენოთ თუ არ გექნებათ ქავილი და სიწითლე.
- სახე სამკურნალო მცენარეებით სავსე ორთქლს შეუშვირეთ.
- გაფართოებული ფორები სკრაბით გაისუფთავეთ.
- ვიტამინი სახეზე მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ, ამასთან თავი აარიდეთ თვალის ირგვლივ კანს.
- გაიჩერეთ 20 წუთით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რძით ან სამკურნალო მცენარეების ხსნარით.
- წაისვით ყოველდღიური კრემი.
- გამოიყენეთ ნიღაბი კვირაში 1-2ჯერ.
- 10 პროცედურის შემდეგ 2 თვე შეისვენეთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი E ვიტამინით - ეს სწრაფი, მარტივი, ადვილი და წარმოუდგენლად ეფექტურია. ნაოჭები გაქრობას უკვე პირველი პროცედურის შემდეგ დაიწყებს, ხოლო 5-6 პროცედურის შემდეგ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი სახეზე იქნება.
ნიღბის რეცეპტები
ტოკოფეროლზე დაფუძნებული ნიღბები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. 20-30 წლის ასაკში თვალის ირგვლივ კანის უჯრედების დესტრუქციას და ნაადრევ სიბერეს ხელს უშლის. 30-40 წლის ასაკში ხელს უშლის ქუთუთოების ჩამოშვებას, ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, შავ წრეებს და უბეებს. 40 წლის შემდეგ კანს ჭიმავს და ონკოლოგიური დაავადების განვითარებს ხელს უშლის.
- E ვიტამინი გლიცერინით
სახლში დამზადებული სახის ნიღაბი E ვიტამინით და გლიცერინით გამოირჩევა დამატენიანებელი ეფექტით, მას კოსმეტოლოგები მშრალი კანის მქონე ადამიანებს ურჩევენ. გლიცერინის ბოთლში (25-30 მლ) ტოკოფეროლის 10 კაფსულა ჩაასხით, კარგად აურიეთ, გამოიყენეთ რამდენიმე პროცედურისთვის, შეინახეთ ბნელ ადგილას. - E ვიტამინი ალოესთან ერთად
ცნობილია, რომ ალოე ვერას კანის უჯრედების რეგენერაციის უნარი აქვს. თუ მას E ვიტამინთან შეურევთ შედეგი გასაოცარი იქნება. შეურიეთ 1 ჩ/კ ალოეს გელი 2 კაფსულა ვიტამინს.
წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი. გამოიყენეთ საღამოს, ძილის წინ. - E ვიტამინი, იოგურტი, ლიმონის წვენი და თაფლი
3 კაფსულა E ვიტამინი, 1 ს/კ იოგურტი, 1 ჩ/კ თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთს აურიეთ. კარგად აურიეთ. წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ნუშის ზეთი ან დამატენიანებელი კრემი.