გარდა იმისა, რომ მცენარეს აღმოსავლურ სამზარეულოებში უდიდესი როლი უჭირავს, იგი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.
გალანგას სამკურნალო თვისებები
გალანგა შეიცავს ცელულოზას, მინერალებს: რკინას, ნატრიუმს, ვიტამინებს A,C, ფლავანოიდ გალანგინს, სახამებელს. აქტიური ნივთიერებებია ეთერზეთები და ტუტოვანი რეზინები.
რითია სასარგებლო გალანგი
- როგორც ჯანჯაფილს, გალანგსაც აქვს თვისებები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს გულისრევის შეგრძნებას, მეტეორიზმს, დისპეპსიასა და მუცლის ტკივილებს. რეკომენდებულია ზღვის დაავადების დროს. გალანგის შემცველი პრეპარატები გამოიყენება კუჭის წყლულთან და ანთებასთან ბრძოლაში.
- კვლევებმა აჩვენა, რომ გალანგის ფლავანოიდები ანელებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განბითარებას. კვლევები გრძელდება გალანგის მიღებისათვის მელანომასა და ლეიკემიასთან ბრძოლაში.
- ბოლქვი სასარგებლოა ანგინის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, საკვები მოწამლვისა და შარდმდენი გზების ანთების დროს. ხელს უწყობს სისხლის სწორ მიმოქცევას, შედის ნასალური სპრეებისა და სახველებელი სიროფების შემადგენლობაში.
- ებრძვის კანის დაავადებებს: სებორეას, სოკოსა და ეკზემას.
- ტკივილგამაყუჩებელის სახით ხსნის სახსრების, კუნთებისა და კბილის ტკივილს. გალანგის ბოლქვი შედის ტაილანდური მალამოს შემადგენლობაში, რომელიც კანზე ანთებას ხსნის.
- აუმჯობესებს ორგანიზმში გაცვლით პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
- გალანგა, ხშირად, მცენარეული და ჰომეოპათიური პრეპარატების შემადგენლობაშია.
ახლა უკვე იცით, თუ რატომ უნდა ჩართოთ რაციონში უშუალოდ გალანგის ფესვი ან მისი პროდუქტი - კურკუმა. გისურვებთ ჯანმრთელობას!